ბოლო დროს, საკალათბურთო სამყაროში დიდი ხმაურია ატეხილი – ვინ არის საუკეთესო კალათბურთელი ისტორიაში? ცხადია, საუბარი ორ კალათბურთელზეა – ლებრონ ჯეიმსსა და მაიკლ ჯორდანზე.
კამათში ჩაერთო „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ყოფილი კალათბურთელი, არანაკლები ვარსკვლავი მეჯიქ ჯონსონი, რომელმაც საკუთარი აზრი დააფიქსირა.
„პირველ ყოვლისა, ლებრონის ღირსებებს ნუ დავაკნინებთ. ჯეიმსი უდიდესი კალათბურთელია. ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო. მეტიც, თუ ვისაუბრებთ ფართო დიაპაზონის კალათბურთელებზე, ისტორიაში საუკეთესოც კი. ლებრონი უნივერსალი კალათბურთელია. მაგრამ, თუ მკითხავთ ვინ არის ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელი, გეტყვით რომ ეს არის მაიკლ ჯორდანი“, –თქვა „ჯადოქარმა“.
ჯორდანის კარიერული სტატისტიკური მონაცემები ასეთია: საშუალოდ 30,1 ქულა მატჩში, 6,2 მოხსნა, 5,3 პასი.
მიმდინარე რეგულარულ სეზონში კი ლებრონი საშუალოდ 25,7 ქულას აგროვებს, 7,9 მოხსნასა და 10,6 პასს ითვლის.