ჟოზე მოურინიო: 300 მილიონი ევრო ...პრემიერლიგის მწვრთნელებმა ონლაინშეხვედრა გამართეს. ცხადია, საუბარი ჩემპიონატის განახლებაზე შედგა.

საქმე ის არის, რომ გუნდების თავკაცებს განსხვავებული აზრები აქვთ და რამდენიმე მათგანს პრემიერლიგის განახლება არ სურთ. შიში პანდემიას არ ეხება – ისინი თვლიან, რომ ფეხბურთელები სათამაშო ფორმაში სრულფასოვნად შესვლას ვერ შეძლებენ.

თუ ადრე აუტსაიდერი გუნდების წამომადგენლები აპირებდნენ ბუნტს, ამჯერად ჩემპიონატის განახლებას სკეპტიკურად პეპ გვარდიოლა და ფრენკ ლამპარდი უყურებენ.

საქმეში ჟოზე მოურინიოზეც ჩაერთო…

„ძალიან მსურს პრემიერლიგის განახლება და ეს რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს. თუმცა, ვატყობ, რამდენიმე კოლეგას სხვა აზრება აქვს. ვისაც პრემიერლიგის განახლება არ გინდათ, დაჯექით სახლში და ბუნდესლიგას უყურეთ,“ – მოკლედ მოჭრა ჟოზემ.