საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ განცხადება გაავრცელა: 1 აპრილამდე მისი ეგიდით გამართული ყველა ტურნირი შეჩერებულია. გადაწყვეტილება ლოგიკურია და სრულად ჯდება ვირუსთან ბრძოლის მსოფლიო კონტექსტში.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში ფედერაციის გვერდით ვართ, მაგრამ ბელარუსთან სანაკრებო მატჩის ამბავი ისევ ჰაერშია გამოკიდებული. ქართველი ქომაგისთვის, ეს კონკრეტული და მომდევნო კიდევ ერთი მატჩი, რომელიც იმედია იქნება, ალბათ, უფრო მეტია, ვიდრე მთელი გასული 30 წელიწადი ერთად აღებული.
ეგებ ესეც გადავწყვიტოთ და ოქროს შუალედი მოვძებნოთ: არ წავართვათ ნაკრებს ქომაგი და ქომაგს ქართული ფეხბურთის უდიდესი გამარჯვება. გატკეპნილი გზა და შაბლონები ამ შემთხვევაში ვერ ივარგებს. მით უმეტეს, რომ ვირუსით დაინფიცირების და მისგან განკურნების დინამიკა ოპტიმისტურია.
ისიც კი ითქვა, რომ საფრთხე ხელოვნურად გაბუქებული ფეიკია და მსოფლიო ეკონომიკას რამდენიმე ტრილიონი დოლარი დაუჯდება, მსხვერპლი კი გაცილებით ნაკლები, ვიდრე ამავე ორთვენახევრის განმავლობაში ავტოავარიებს მოჰყვა. წინ მთელი ორი კვირაა.
დავიტოვოთ იმედი, რომ ჩვენს ნაკრებს ქომაგები წარმატების წილში ჩავუჯდებით.