უკვე დადასტურდა, რომ კორონავირუსითაა ინფიცირებული ბერძნული ოლიმპიაკოსის პრეზიდენტი ევანგელოს მარინაკისი. მას ვირუსი გუშინ დაუდგინეს და იმის შიშით და ვარაუდით, რომ ის 13 დღის წინაც დაავადებული იქნებოდა, პრემიერლიგის სიტი – არსენალის მატჩიც გადაიდო.

საქმე ის გახლავთ, რომ ორი კვირის წინ არსენალმა ევროპა ლიგის საპასუხო მატჩში სწორედ ოლიმპიაკოსს უმასპინძლა, იქ კი მარინაკისს არსენალის რამდენიმე ფეხბურთელთან ჰქონდა პირდაპირი კავშირი. სწორედ, ამის გამო ექიმებმა არსენალის ფეხბურთელებს რეკომენდაცია მისცეს, რომ სიტისთან მოგვიანებით ითამაშონ. ლონდონელთა თხოვნა მატჩის გადადების თაობაზე პრემირლიგის ხელმძღვანელობამ დააკმაყოფილა.

ამასობაში კი კილიან მბაპეს კორონავირუსი არ დაუდასტურა. წუხელ აღებულმა სინჯმა უარყოფითი პასუხი აჩვენა.

არადა, სწორედ ვირუსის შიშით პსჟ-ს ფორვარდს ორი დღე არ ევარჯიშა და დღესაც, დორტმუნდთან ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფის საპასუხო მატჩში ან ითამაშებს, ან -ვერა.

კილიან მბაპემ ის ორი დღე იზოლაციაში გაატარა და თანაგუნდელებთან შეხებაც არ ჰქონია…

წილი
წინა სტატიაჩაკეტილს შეწყვეტილი სჯობიაო
შემდეგი სტატიაუჯანოოდ
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...