ინგლისური „ტოტენჰემის“ მწვრთნელ ჟოზე მოურინიუს საკუთარი საფეხბურთო კარიერა შეახსენეს და მანაც ჩვეული პირდაპირობით გასცა პასუხი.

– ბალტიმარ ბრიტომ ინტერვიუში ბრძანა, ჟოზე, როგორც ფეხბურთელი, აუტანელი იყოო. თურმე გამუდმებით წუწუნებდით და ზარმაციც იყავით…

– ფეხბურთელი მოურინიო? თითოეული სიტყვა სიმართლეა.

– რას მოუხერხებდა მწვრთნელი მოურინიო ფეხბურთელ მოურინიუს?

– მარტივი გამოსავალია: ის ჩემს გუნდში ვერასოდეს ითამაშებდა.

– ტრანსფერზე დააყენებდით?

– მთავაზობთ რამეს? მუქთად წაიყვანეთ.