მიუნხენის კაფე „გრიზელაში“, 1900 წლის 27 თებერვალს, ფრანც ჯონის მეთაურობით, 11 კაცი შეიკრიბა და კლუბის დაარსება გადაწყვიტა…

დღეს კი ძნელად დასაჯერებელია, რომ დიდებულ რეკორდმაისტერს საფუძველი ასე უღიმღამოდ ჩაეყარა. ხშირად ხდება, დიდი საქმეები პატარა ნაბიჯით იწყება.

29-დან პირველი ჩემპიონობა 32 წლის შემდეგ, 1931-1932 წლების სეზონში იზეიმეს. თითქოს ამ დროს გერმანული მანქანა მოიმართა კიდეც, მაგრამ ხელისუფლებაში ნაციონალ-სოციალისტები მივიდნენ, ჰიტლერი კი რაიხ-კანცლერი გახდა. რა შუაშია ეს ფეხბურთთან? იმ დროს „ბაიერნის“ პრეზიდენტი და მთავარი მწვრთნელი კურტ ლანდაუერი იყო, ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული კაცი, თუმცა მაშინ გერმანიაში წარმომავლობა „ებრაელი“ დანაშაულად ითვლებოდა. ის ქვეყნიდან გააქციეს, „ბაიერნს“ „ებრაელების კლუბს“ ეძახდნენ და პოპულარობა „მიუნხენ 1860-მა“ მოიპოვა.

ამხელა დარტყმის შემდეგ, „ბაიერნს“ ფეხზე წამოდგომა გაუჭირდა, თუმცა 1965 წელს ბუნდესლიგას დაუბრუნდა და პირველსავე სეზონში გერმანიის თასი მოიპოვა, რამაც ამ გუნდს თასების მფლობელთა თასზე თამაშის უფლება მოუტანა. სწორედ 1966-67 წლების სეზონი თარიღდება ევროპაში რეკორდმაისტერის პირველ ტრიუმფად – თასების მფლობელთა თასის ფინალში, მიუნხენელებმა „რეინჯერსი“ დამატებით დროში, ფრანც როთის ერთადერთი გოლით დაამარცხეს.

ამ ეპოქის შემდეგ, აკადემიამ ისეთი ფეხბურთელები გაზარდა, როგორიც, მაგალითად კლაუს აუგენტალერი, კარლ-ჰაინც რუმენიგე და ფილიპ ლამი არიან.

დღეს რეკორდმაისტერი 29 ჩემპიონობით (რეკორდი), 19 თასით, 5 ჩემპიონთა ლიგით, თითო-თითო თასების მფლობელთა თასით, უეფას თასითა და ევროპის სუპერთასით იწონებს თავს.

მიუნხენელებმა ყველა შესაძლო ტიტული მოიგეს, სადაც კი მონაწილეობდნენ.

ეს ძალიან მოკლე ექსკურსია იმ დიადი ისტორიისა, რომელიც „ბაიერნმა“ შექმნა.

120 წლის შემდეგ, ამ გუნდმა პატივი წარსულს მიაგო და 8 მარტს „აუგსბურგთან“ მოედანზე ისე გამოწყობილნი გამოვლენ, როგორც მაშინ, პირველ დღეს…