ხშირად ჩვენი ფეხბურთელები წუწუნებენ, რომ მათ კარიერას და სატრანსფერო ღირებულებას საქართველოს ეროვნული ნაკრების დაბალი რეიტინგი აფერხებს, ანუ FIFA-ს რეიტინგის პირველი ასეულის მაჩანჩალა საქართველოდან ფეხბურთელებს ან ყურადღებას არ აქცევენ, ან სათანადოდ არ აფასებენ.
გადავწყვიტეთ, ეს მითი დავამსხვრიოთ.
გვინდა შემოგთავაზოთ მხოლოდ იმ ფეხბურთელთაგან შემდგარი სიმბოლური ნაკრები, ვისი ეროვნული გუნდებიც მსოფლიო რეიტინგის მეორე ასეულში არიან. პოზიციის შემდეგ მითითებულია ფებურთელი, მისი სამშობლო, ადგილი FIFA-ს რეიტინგში და სატრანსფერო ფასი ტრანსფერმარკეტის უახლესი მონაცემებით.
1. მეკარე – ნილ ეტერიჯი (ფილიპინები, 124). კარდიფ სიტი. 6 მილიონი ევრო
2. ცენტრალური მცველი – დაკონამ ჯენე (ტოგო, 126). ხეტაფე. 25 მლნ.
3. ცენტრალური მცველი – ამირ რახმანი (კოსოვო, 115). ნაპოლი. 6 მლნ. ევრო.
4. ცენტრალური მცველი – ომარ კოლი (გამბია, 159). სამპდორია. 7 მლნ. ევრო.
5. საყრდენი ნახევარმცველი – ვიქტორ ვანიამა (კენია, 106). ტოტენჰემი. 12 მლნ. ევრო.
6. მარჯვენა ნახევარმცველი – ჰენრიხ მხითარიანი (სომხეთი, 102). რომა. 25 მლნ. ევრო.
7. ცენტრალური ნახევარმცველი – ჟოფრე კონდოგბია (სამხ. აფრიკა 109). ვალენსია. 25 მლნ.
8. ცენტრალური ნახევარმცველი – მარველუს ნეკამბა (ზიმბაბვე, 111). ასტონ ვილა. 10 მლნ.
9. მარცხენა ნახევარმცველი – მილოტ რაშიცა (კოსოვო, 115). ვერდერი. 35 მლნ. ევრო.
10. თავდამსხმელი – მაინო დიასი (დომინიკის რესპუბლიკა, 158). რეალი. 16 მლნ. ევრო.
11. თავდამსხმელი – კრის ვუდი (ახალი ზელანდია, 122). ბარნლი. 18 მლნ. ევრო.
როგორც ხედავთ, ამ სიმბოლური ნაკრების ჯამური სატრანსფერო ფასი 200 მილიონი ევროს მიდამოებშია, რითაც ტოპ 50-ის ყველა ნაკრები ვერ დაიკვეხნის. მიაქციეთ ყურადღება: ამ სიმბოლურში ჩვენი სავარაუდო მეტოქის, კოსივოს ორი წევრია და მათი სატრანსფერო ფასი ერთად 40 მილიონ ევროზე მეტია.