კენიელი მორბენლის ელიუდ კიპჩოგეს წყალობით, კაცობრიობა ახალ საფეხურზე ავიდა. ლეგენდარული კენიელი ვენაში საგანგებოდ მოწყობილ მარათონულ გარბენში 2-საათიანი ნიშნულიდან გამოვიდა – კიპჩოგემ 42,195 კილომეტრი 1 საათში, 59 წუთსა და 40,2 წამში გაირბინა.
აღსანიშნავია, რომ კენიელის მსოფლიო მიღწევა ოფიციალური რეკორდების ნუსხაში მაინც ვერ შევა, რადგან შესაბამისი შედეგები მსოფლიო მძლეოსნობის ფედერაციის ეგიდით ჩატარებულ შეჯიბრებაზე არ აღინუსხება.
კიპჩოგემ, რომელიც რეკორდს ჯერ კიდევ გარბენამდე ადარებდა მთვარეზე ადამიანის პირველ ასვლას, განაცხადა, რომ მისი მიღწევა მძლეოსნობის სამყაროს უდიდესი მოვლენაა ბრიტანელი როჯერ ბანისტერის მიერ 1954 წლის 6 მაისს დამყარებული მსოფლიო რეკორდის შემდეგ, რომელმაც ერთი მილი (1609 მ.) 4 წუთზე ნაკლებ დროში გაირბინა.
„როჯერ ბანისტერის რეკორდის შემდეგ 65 წელი გავიდა. და აი, დავამყარე რეკორდი და ორსაათიანი ნიშნულიდან გამოვედი, რათა სხვები წავაქეზო და მსოფლიოს ვაჩვენო, რომ ადამიანის შესაძლებლობებს ზღვარი არ აქვს,“ – ისტორიული შედეგის დაფიქსირების შემდეგ განაცხადა ელიუდ კიპჩოგემ.
ვენური გარბენი შედგა პროექტ Ineos 1:59 Challenge-ის ეგიდით, რომელსაც აფინანსებს ნავთობქიმიური კომპანია Ineos-ის მფლობელი ბრიტანელი ბიზნესმენი ჯიმ რეტკლიფი. კერძოდ, ვენის გარბენი მხოლოდ 2 საათიანი ნიშნულიდან გამოსასვლელად იყო ორგანიზებული.
სათქმელია, რომ მარათონში დამყარებული ოფიციალური მსოფლიო რეკორდიც (2:01.39)  ელიუდ კიპჩოგეს ეკუთვნის. კენიელმა რეკორდულ დროში 2018 წლის 16 სექტემბერს ბერლინის მარათონზე გაირბინა.

წილი
წინა სტატიაარ მინდა წითელი
შემდეგი სტატიარატომ ვერ მივაწექით?
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.