ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა მაღალი ტემპერატურა იქნება. სწორედ ამიტომ მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ (IAAF) გადაწყვიტა, გაუსაძლის სიცხეში ერთგვარი „ჭკვიანი აბების“ დახმარებით დააკვირდეს და შეისწავლოს სპორტსმენთა ორგანიზმი.
მძლეოსნობაში, 2019 წლის უმთავრესი ღონისძიება მსოფლიო ჩემპიონატია, რომელიც 27 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე დოჰაში გაიმართება. საერთაშორისო ასოციაციაც ამ ახალი ნოვაციის გამოცდას სწორედ ყატარის დედაქალაქში აპირებს. გრძელ მანძილებზე რბენის შემდეგ სპორტსმენები IAAF-ის წარმომადგენლებს გააცნობენ აკლიმატიზაციის მსვლელობას სიცხით და მაღალი ტენიანობით გამოწვეულ სირთულეებს, ასევე მიიღებენ „ჭკვიან აბებს“ – 1.7-გრამიან ელექტრო-სენსორულ მოწყობილობას, რომელიც ათლეტის ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებებზე მონაცემებს შეაგროვებს.
კვლევის ავტორთა აზრით, მიღებული მონაცემები მათ ოლიმპიურ სარბიელზე ათლეტების გაუწყლოების და გადახურებისგან დაცვის ეფექტური საშუალების შემუშავებაში დაეხმარება.
სპორტის დედოფლისა და მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს წარმომადგენელთა განცხადებით, ამგვარი მოწყობილობების გამოყენება WADA-ს (ანტი-სადოპინგო სააგენტო) წესებს არ ეწინააღმდეგება.