კვირას, გამარჯვების შემთხვევაში, თბილისის „დინამო“ ისევ გალიდერდებოდა, მაგრამ ერთ-ერთი აუტსაიდერი „რუსთავი“ ვერ დაამარცხა. დინამოელები 2:0 უგებდნენ მეტოქეს, შენგელიას და განსაკუთრებით ნინუას ულამაზესი გოლებით, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს. „რუსთავი“ ბექა ქავთარაძემ გადაარჩინა. ბექამ დუბლი მიითვალა და მატჩი ფრედ დასრულდა. ეს 30-ე დუბლი გახლდათ სეზონში.
„დინამომ“ კი ეროვნულ ლიგაში ცხრამატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა და გალიდერების შანსიც ხელიდან გაუშვა.
აუტსაიდერს ვერაფერი მოუხერხა „საბურთალომაც.“ გია ჭიაბრიშვილის შეგირდები ცდილობდნენ, მაგრამ „ვიტ ჯორჯიასთან“ არაფერი გამოუვიდათ – 0:0.
საინტერესო გამოდგა შეხვედრა ივანწმინდაში, სადაც საპრიზო ადგილისთვის მებრძოლი გუნდები ხვდებოდნენ ერთმანეთს. „ჩიხურამ“ „ლოკომოტივს“ 3:2 მოუგო და ჩამორჩენა ოდნავ შეამცირა.
ბათუმის „დინამომ“ კი სტუმრად „სიონს“ მასტერკლასი ჩაუტარა (0:4) და კვლავაც ლიდერად რჩება. ოთხიდან ორი გოლი ბრაზილიელმა ფლამარიონმა გაიტანა. ეს ლეგიონერის მეორე დუბლია მიმდინარე სეზონში. პირველი მესამე ტურში, ოგნიენ როლოვიჩმა შეასრულა.
სიონი 0:4 ბათუმი
0:1 დვალიშვილი (50), 0:2 ფლამარიონი (71), 0:3 ჯიღაური (79), 0:4 ფლამარიონი (84)
ჩიხურა 3:2 ლოკომოტივი
1:0 კორიფაძე (33, პენ), 1:1 სიხარულიძე (37), 2:1 სარდალიშვილი (50), 3:1 ლექვთაძე (75), 3:2 შონია (90+3)
32-ე წუთზე შონიამ ვერ გაიტანა პენალტი
დილა 2:2 ტორპედო
1:0 ნონიკაშვილი (13), 1:1 ჩოგაძე (25), 1:2 ჩუკვურა (45+2), 2:2 კუცია (57)
ვიტ ჯორჯია 0:0 საბურთალო
დინამო 2:2 რუსთავი
1:0 შენგელია (18), 2:0 ნინუა (50). 2:1, 2:2 ქავთარაძე (55, 84)
- ბათუმი 25 15 4 6 43:22 49
- დინამო 24 15 3 6 48:25 48
- საბურთალო 23 13 5 5 41:26 44
- ლოკომოტივი 25 11 3 11 31:33 36
- ტორპედო 24 10 5 9 44:37 35
- ჩიხურა 25 7 10 8 33:29 31
- რუსთავი 25 7 8 10 30:39 29
- დილა 25 7 6 12 26:32 27
- სიონი 25 7 5 13 27:60 26
- ვიტ ჯორჯია 25 4 5 16 12:32 17
29 აგვისტო: დინამო – დილა
30 აგვისტო: ლოკომოტივი – სიონი
31 აგვისტო: ტორპედო – ვიტ ჯორჯია, რუსთავი – ბათუმი
1 სექტემბერი: საბურთალო – ჩიხურა
მეგოლეები: ბუდუ ზივზივაძე (ტორპედო/მეზოკოვესდი, უნგრეთი) – 13, ლევან კუტალია, ლევან შენგელია (ორივე – დინამო), – 12, ფლამარიონი (ბათუმი), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი) – 11