ხუთ სხვადასხვა წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა ფლოიდ მეივეზერმა ქომაგებს რინგზე შესაძლო დაბრუნების შესახებ ამცნო.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც მეივეზერი მენი პაკიაოსთან რევანშის ასაღებად ემზადებოდა და მომავალ ბრძოლას აანონსებდა, თუმცა, დაახლოებით 1 საათის შემდეგ, 42 წლის სპორტსმენმა გამოაცხადა, რომ ეს ფეიკვიდეო იყო.

„ვიდეო, რომელმაც ინტერნეტი მოიცვა, სრული აბსურდია. ის ძველია, რომელიც საუდის არაბეთში დიდი ხნის წინ ყოფნისას ჩავწერე. არც მოლაპარაკებები მიმდინარეობს და არც შურისძიება იქნება“,- თქვა კრივის ლეგენდამ.

ფლოიდს პროფესიონალურ კარიერაში 50 ბრძოლა აქვს ჩატარებული და არც ერთი წაგებული. ბოლოს მან 2017 წლის 26 აგვისტოს, ნევადაში, კონორ მაკგრეგორთან იჩხუბა და 10 რაუნდში დაამარცხა.

 

წილი
წინა სტატიალებრონმა, ჰოვარდიო
შემდეგი სტატიასერენა და ემოცია
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...