სქოთების ნაკრები მსოფლიო თასის ფინალურ ეტაპზე ვერ გავიდა და მენჯერმა გორდონ სტრაჩანმა, წავედიო, იქაურმა ფეხბურთის ასოციაციამ კი უკვე დაიწყო ახალი მესაჭის ძებნა.
ასეთი რამე ხშირად ხდება ხოლმე და თან ბევრ ქვეყანაში. თვითონ სქოთებიც, აგერ, მეოცე წელიწადი სრულდება მსოფლიო თასზე ვერ მოხვედრილან და ამ დროის განმავლობაში ამ ნაკრებს შვიდი სრულუფლებიანი და ორი დროებითი მენეჯერი წვრთნიდა, ერთიც, სტრაჩანის გადაგომის შემედეგ, გამზადებულია, სანამ ახალ მწვრთნელს იპოვნიან.
ამ მენეჯერთაგან უცხოელი, ერთი იყო, ბერტი ფოგთსი და ახლაც, როგორც ყოველთვის ჩამოვარდნილია ლაპარაკი, უცხოელის მოსაყვანად, თუმცა, იქაურების სრულ უმრავლესობას მიაჩნია, რომ გუნდის თავკაცი სქოთი უნდა იყოს. ალბათ, როცა გარედან ადევნებ თვალყურს ამ ხანგრძლივ ამბავს, გვარიანად მოსაწყენია.
აბა, მითხარი ვის რაში აინტერესებს სქოთების გარდა, მათი ნაკრების მწვრთნელის რაობა, მითუმეტეს, რომ ამ ლამაზი და ამაყი მხარის გუნდი წლებია ისეთი ვეღარაა საერთაშორისო მაყურებლის თვალი რომ შეიტყუოს.
მსოფლიოს ოთხი ჩემპიონატი გამოტოვეს, ევროპის ჩემპიონატებზე კი სულ ორჯერ მოხვდნენ და ისიც 90-იან წლებში. ამ საქმეში ყველაზე დასამახსოვრებელი კი ის იყო, თუ როგორ გააფუჭა ინგლისის კარში დანიშნული პენალტი გარი მაკალისტერმა, გაზამ კი როგორ გაიტანა ცხოვრებაში ულამაზესი გოლი და მერე მოედნის კიდეზე გაიშხლართა, პირში ბრენდი ჩამასხითო. მოკლედ, ეს ჩვულებრივი ისტორიაა, რომელშიაც ოდესმე, რაღაც შეიცვლება.
საქმე კი ისაა, რომ, აი, ჩვენც ვერ გავედით.
ჩვენ ძალიან ადრიდანვე ვიცოდით, რომ ვერ გავალთ. ეგებ სულ ვიცით. როცა სქოთები გადიდონენ ხოლმე, მაშინ ჩვენ არ ვიცოდით, რო ვერ გავალთ, ვცდილობდით და ვოცნებობდით. ცხადია, მსოფლიოზე მოხვედრა ფიფას ახალგაზრდა ქვეყნისთვის უფრო ძნელია, მაგრამ ევროპას ხომ კიდევ უფრო ვცდილობდით. ლატვიამ შეგვასწრო, ევროკავშირის არ იყოს, გრძელვადიანი შესწრებით. მერე დაიკარგა. შეიცვალა თაობები. იმ დროის ვარსკვლავები მწვრთენელბი გახდნენ, მათ შორის ნაკრებისაც. სქოთებს ერთი უცხოელი ჰყავდათ, ჩვენ არაერთი.
ამასობაში, მათვე მოვუგეთ და საერთოდ, ბოლო სამი უცხოელი მწვრთნელის განმავლობაში მუშაობა თვალშისაცემად მიმდინარებოდა, თუმცა, რაიმე გამოკვეთილი წინსვლა არ ყოფილა. ბოლო სამიდან, ერთსაც არ დასცალდა.
მკვლევარები მიუთითებენ, რომ ფეხბურთის საერთო მდგომარეობის გამოსწორების, სხვანაირად რომ ვთქავათ, ბავშვობდან კლასის შექმნის გარეშე, არაფერი გამოვა. 1990 წლიდან მოყოლებული, საქართველოს ჰყავდა 23 მწვრთნელი, აქედან სამი იყო დროებითი, რომელთაგან ერთი უცხოელი გახლდათ. ორმა შეწყვილებულად იმუშავა, ერთმა კი პირველ არაოფიციალურ თამაშში უხლემძღვანელა გუნდს. ჯამში, ერთი დროებითიანად, ჩვენს ნაკრებს ახლა მერვე უცხოელი წვრთნის. ჰოდა, ახლა, ამ სქოთებისთვის ჩვეულებრივად და აკადემიურად ჩავლილი უხალისო ამბის შემდეგ, ჩვენი ამბავიც, რაღაცით მსგავსია. კი არავის უთქვამს, მაგრამ თუ ვლადიმირ ვაისი გადააყენეს, უცხოელი უნდა მოვიყვნოთ, თუ ქართველი? ან საერთოდ უნდა გადააყენონ ჩვენი სლოვაკი მწვრთნელი?
ეს საქმე რომ ოცი წლის წინათ ხდებოდეს მსგავს შეკითხვებს შეუდარებლად მეტი ვნებათაღელვა მოჰყვებოდა და დიდი განსჯაც იქნებოდა. რატომ, რისთვის, ვინ, სადაური და ა.შ.
ახლა, ძნელი შესახედია, რომ რამე ნამდვილი განსჯა ატყდეს. მგონი, სამქე ისეა, რომ იოლად ასე ითქვას: შეგვიძლია, ეს კაცი გადავაყენოთ, მაგრამ ეგებ ვაცალოთ. თანაც, თუ გადავაყენებთ, ეგებ უარესი არ მოვიყვანოთ, ხოლო თუ შევძელით, ეგებ უკეთესიც ვიპოვნოთ. სასურველია, რომ გადავაყენებთ, ის ქართველმა შეცვალოს, რადგან მართლაც გვყავს რამდენიმე კარგი მწვრთნელი, მაგრამ ეგებ ისეთი უცხოელი მწვრთნელიც ვიპოვნოთ, რომელსაც დიდი საერთაშორისო გამოციდილება ექნება.
სევდიანი ამბავია, მაგრამ ისტორიამ ასე მოიტანა. იმ დღეს ვიღაცა ამბობდა შესარჩევის ახალი ფორმულის გამო, დარჩენილ თამაშებში სულ წაგებები გვაწყობსო. ასეთ საკითხებში ჩაღრმავება ძნელია. სქოთები კი დანიშნავენ თავისას და ბოლოსდაბოლოს არჩი ჯემილის ჯადო-გოლიც ახსოვთ ამ ორმცი წლის წინათ რომ გაიტანა ამ ქაჩალმა კაცმა ჰოლანდიის კარში მენდოსას სტადიონზე.
ეჰ, ეგეთი გოლი რომ გვქონდეს, ქართველი არჩი ჯემილის გატანილი მსოფლიო ჩემპიონტზე, დალოდებაც შეიძლებოდა. თან რა გულით დაელოდებოდი? უფრო იოლია, რა. ამიტომ, სტრაჩანი გადადგა, მოიესი გადმოდგა. იმათვის უფრო იოლია.
ფოტოებზე: მსოფლიოს 1978 წლის ჩემპიონატი. შოტლანდია – ჰოლანდია 3:2, არჩი ჯემილის გოლი ჰოლანდიის ნაკრების კარში