მესი მიდის?

მესი მიდის?

ძალიან რთულია ასახსნელად, რა სჭირს არგენტინის ნაკრებს, რომელსაც ჰყავს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი და სრულიად ვარსკვლავური შემადგენლობა.

ამჯერად მესი და კომპანია კოლუმბიელებისგან იძლია. როხერ მარტინესმა და დუვან საპატამ გაუტანეს არგენტინას, არადა ორივე შეცვლაზე იყო შესული.

მესიმ საკუთარი გუნდის გამართლება სცადა, თამაშს ვაკონტროლებდით, მაგრამ იღბალი მეტოქის მხარეს იყოო.

ამასობაში ტოტალიზატორები ფსონებს იღებენ, გააკეთებს  თუ არა მესი განცხადებას „კოპა ამერიკის“ შემდეგ ნაკრებიდან წასვლის შესახებ. კოლუმბიასთან მარცხმა ამის ალბათობა მკვეთრად გაარდა.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".