დიდი საკალათბურთო კემპი ტარდება ამერიკულ შარლოტვილში. ვირჯინიის შტატის ამ ქალაქში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან 16-17 წლის პერსპექტიული კალათბურთელები ჩავიდნენ, ამ ბიჭებს შორის კი ქართველებიც იმყოფებიან.
დაჩი ქავთარაძე და ირაკლი კილაძე ზაზა ფაჩულიას აკადემიის აღზრდილები არიან. 192 სანტიმეტრიანი ქავთარაძე ამპლუით გამთამაშებელი და 18 წლისაა, მასზე ერთი წლით უმცროსია კილაძე. იგი მცველია და 198 სანტიმეტრის გახლავთ. ორივე მათგანი იმედისმომცემ მოთამაშედ ითვლება.
ნაციონალური საკალათბურთო აკადემიის კემპზე ჩვენებურები 11 ივნისიდან ჩაერთვნენ, დამკვირვებელთა ყურადღება არ აკლიათ და კარიერის გაგრძელებას რომელიმე იქაურ კოლეჯში იმედოვნებენ.