ფავორიტთაგან ორი დაუმარცხებელი ლიდერობს მაისის ბაშოს. ერთი დიადი ჩემპიონი კაკურიუა და მეორე ტოჩინოშინი, ანუ ჩვენი ლევან გორგაძე.
ხუთიდან ხუთი გამარჯვება და იაპონურ გაზეთებში გამოჩენილი კარიკატურები, სადაც ჩვენებურს ამწეს ადარებენ, ბევრ რამეზე მეტყველებს.
ტოჩიმ ამჯერად ჰოკუტოფუძისთან გაახერხა მავაშში მარცხენა ჩავლება და წრის მიღმა განდევნა.
ახლა პერსპექტივა: ბაშოში არ მონაწილეობს უდიადესი იოკოძუნა ჰაკუჰო, დღეს მოიხსნა ბაშოდან ოძეკი ტაკაკეისიო, ოძეკი გოეიდო უკვე მეორედ დამარცხდა და ოძეკი ტაკაიასუ მესამედ.
ჰოდა, ქართველი გოლიათი იოკოძუნა კაკურიუსთან ერთად ბაშოს მოგების რეალური ფავორიტია.
ხვალ ტოჩი იტონოძიოს ხვდება, ვისაც აქამდე გამართულ ბრძოლებში 14:5 უგებს.