რიგითი ტატუსგან განსხვავებით, ამდაგვარებს კონკრეტული „თარგმანი“ აქვთ. მსგავსი ტატუ აქვს NBA-ს ვარსკვლავ ამარე სტაუდამაიერს. ის არც მალავს, რომ ორი ცრემლი ლოყაზე უფროსი ძმის გარდაცვალების შემდეგ მოუშუშებელი ტკივილის ნიშნად ამოისვირინგა.
ამერიკული ციხის ენაზე ცრემლის კონტურის ტატუ ვისიმე მოკვლის სურვილს ნიშნავს, გაფერადებული ცრემლი კი უკვე მოკვლას.
შესაბამისად, ცრემლების რაოდენობით მოკლულების რიცხვიც იკითხება.
სულ სხვაგვარადაა საქმე ავსტრალიურ ციხეებში. იქ ამგვარ ტატუს პედოფილებს და მოძალადეებს ძალით უკეთებენ, რის შემდეგაც მათ ნებისმიერ ციხეში გარანტირებული აქვთ სასტიკი მოპყრობა. კვარეჟმას ცრემლებმა კი ისე დააბნია პორტუგალიური მედია, ბოლოს ამ ვერსიამდე მივიდნენ: რიკარდომ საოჯახო ბიზნესში (რესტორანში) დიდი ფული ჩადო, მისმა უფროსმა ძმამ კი მოიპარა და ამას გლოვობსო.
კვარეჟმამ საჯაროდ უარყო ძმის მიმართ ყველა ბრალდება, მაგრამ ამ ტატუს ისტორიებმა ისე დაღალა, სასწრაფოდ წაიშალა, თუმცა კვალი დარჩა.
არადა რას ერჩოდნენ კაცს?! ყოველგვარი „თარგმანის“ გარეშე მოსწონდა ეს ორი წერტილი და არ დააცადეს.