მოსკოვის „ლოკომოტივმა” რუსეთის ჩემპიონობის შანსი პრაქტიკულად დაკარგა, მაგრამ მეორე ადგილისთვის იბრძვის, რაც ჩემპიონთა ლიგაში საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე მოხვედრას ნიშნავს.

სალიგო ბრძოლაში უშუალო კონკურენტ ცსკა-სთან რკინიგზელებმა 1:1 ითამაშეს. გამორჩეული იყო სოლომონ კვირკველია, რომელმაც საკუთარი კარიდან ოთხჯერ გამოიტანა ბურთი. აქედან ორი „სეივი“ ქართველმა მცველმა 30-წამიან მონაკვეთში გაახერხა, როცა ჯერ ფეხით, შემდეგ კი თავით გაანეიტრალა არმიელების შეტევა.