საქართველოს ხელბურთელთა ჩემპიონატში დასრულდა რეგულარული სეზონის მეორე წრე. ამჯერად თბილისის სპორტის სასახლეში ერთმანეთს რვავე გუნდი შეეჯიბრა — როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოდან.
ჩემპიონმა ბათუმის BSB-მ, რაც აბრევიატურაა და ქართულად შავი ზღვის ბიჭებს ნიშნავს, თბილისური ერთიანი ტურის ოთხივე შეხვედრა მოიგო. ანგარიშით თუ ვიმსჯელებთ, ბათუმელებს ყველაზე დიდი წინააღმდეგობა თბილისის „პეგასმა” გაუწია: 32:29.
14 ტურის შემდეგ „პეგასი” და „ქუთაისი” 22 ქულით მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ, თუმცა გატანილ-გაშვებულთა უკეთესი სხვაობის გამო ცხრილში მეორენი რიონისპირელები არიან.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ტურში სწორედ ეს გუნდები შეხვდნენ ერთმანეთს და „პეგასმა” „ქუთაისს” 35:28 მოუგო.
თ | მ | ფ | წ | გოლები | ქ | |||||||
BSB ბათუმი | 14 | 13 | 0 | 1 | 600-389 | 26 | ||||||
ქუთაისი | 14 | 11 | 0 | 3 | 576-410 | 22 | ||||||
პეგასი | 14 | 11 | 0 | 3 | 574-419 | 22 | ||||||
იმედი-სტუ თელავი | 14 | 9 | 0 | 5 | 481-417 | 18 | ||||||
გორი | 14 | 5 | 0 | 9 | 501-596 | 10 | ||||||
სპორტუნი | 14 | 3 | 1 | 10 | 451-615 | 7 | ||||||
სამტრედია | 14 | 1 | 2 | 11 | 387-519 | 4 | ||||||
წყალტუბო | 14 | 1 | 1 | 12 | 348-553 | 3 |