ბუქარესტის „სტიაუას“ პატრონს ჯიჯი ბეკალის PRO X TV -ს ჟურნალისტმა ჰკითხა, ქალთა გუნდის გაკეთებას თუ აპირებთო.
პასუხი:
„ღმერთის და ბუნების წინააღმდეგ ვერ წახვალ. ქალმა ფეხბურთი როგორ უნდა ითამაშოს? ეს სატანიზმია! ის ხომ ფეხბურთის სათამაშოდ არაა შექმნილი, არამედ სილამაზისთვის.
იმისთვის რომ მამაკაცს მოეწონოს. უმალ კლუბიდან წავალ, ვიდრე ქალთა გუნდის გაკეთებას დავთანხმდები. ძალიან ცუდია ქალისთვის კრივი ან ფეხბურთი. ითამაშონ ხელბურთი, ფრენბურთი ან კალათბურთი, მაგრამ აგრესიულ სახეობებში არაფერი ესაქმებათ.“