„ტოტენჰემთან“ საშინაო 0:3-ის შემდეგ „მანჩესტერის“ პორტუგალიელი გურუ ჟოზე მოურინიუ ყველამ დაწიხლა, ვისაც არ დაეზარა.

სოციალურ ქსელებში სეუ ჟოზეს მოხსნა დროის ამბად ჩათვალეს და ბუკმეკერებმა ფსონების მიღებაც კი დაიწყეს, რამდენი ტურის შემდეგ მოხსნიან მანკუნიანელთა დამრიგებელს.

მოურინიუს დამცველად „მანჩესტერის“ და ინგლისის ნაკრების ექსდამცველი გარი ნევილი გამოუჩნდა:

„არ არის საჭირო ვითარების დრამატიზება. კარგად გვახსოვს ვან გაალის გაშვება ინგლისის თასის მოგების შემდეგ. ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე მოიესის მოხსნის ისტორიაც გვახსოვს. ბევრი მოურინიუს მესამე სეზონის სინდრომზეც ლაპარაკობს. ჩემი აზრით, უნდა ვაცადოთ მაისამდე და მერე ვიმსჯელოთ. ჯერ ხომ მხოლოდ სამი ტურია გავლილი. მოურინიუმ და ვუდვორდმა ქიშპობის მაგიერ, გუნდის გაჯანსაღებაზე უნდა იზრუნონ და შედეგიც მოვა“.

გარი ნევილი ვინმე რიგითი ვეტერანი ან ექსპერტი არ არის – მის სიტყვას მანჩესტერში წონა ყოველთვის ჰქონდა. სავარაუდოდ, ახლაც ყურად იღებენ – აცადეთ მოურინიუს მაისამდე!

წილი
წინა სტატიაშპორტ ბილდის რჩეული გერმანელები
შემდეგი სტატიარონალდო ვალიადოლიდში მიდის
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".