რაც „მანჩესტერ იუნაიტედმა“ წინასასეზონო სამზადისი დაიწყო, გუნდის მთავარი მწვრთნელისგან გაუთავებელი წუწუნი ისმის – შემადგელობა უნდა გავაძლიეროთ, თორემ დამდეგ სეზონში უშანსოდ ვიქნებითო. შესაძლოა, ეს თავის დაზღვევის ერთგვარი მცდელობა იყოს, რომ შემდეგ ჩაგდებული სეზონი კლუბის დირექტორატს გადააბრალოს. მეორეს მხრივ, შეუძლებელია სეუ ჟოზეს არ ესმოდეს, რომ ამგვარი განცხადებებით გუნდში დამარცხებულის ფსიქოლოგიას აღვივებს და ფეხბურთელებს საკუთარი ძალების რწმენას უკარგავს.

„ჩვენს კონკურენტებს ფანტასტიური შემადგენლობები ჰყავთ. გადაავლეთ თვალი, როგორ არიან დაკომპლექტებულნი „ჩელსი“, „სიტი“, „ტოტენჰემი“. ვისაც შემადგენლობაში მცირედი პრობლემები მაინც ჰქონდა, სერიოზულ ინვესტიციებს ახორციელებდა. იგივე „ლივერპული“ ყველას და ყველაფერს ყიდულობს. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღე დარჩა და იმედია, ჩვენც მოვასწრებთ გაძლიერებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან რთული სეზონი გველოდება,” – განაცხადა ბოლო ინტერვიუში პორტუგალიელმა.

„მანჩესტერის“ ქომაგებს შორის კი სულ უფრო იზრდება ჟოზე მოურინიუთი უკმაყოფილოთა რიცხვი. მათ ჯერაც კარგად ახსოვთ სერ ალექსის ეპოქა – ფერგიუსონს წუწუნი არ სჩვეოდა და რამდენიმე წელიწადში ერთხელ ფაქტობრივად ახალ გუნდს არა მზა ვარსკვლავებისგან, არამედ უწვერული ბიჭებისგან ქმნიდა, მის ხელში რომ ყალიბდებოდნენ ვარსკვლავებად.

დაველოდოთ.

თუ ჟოზე მოურინიუს პროგნოზი გამართლდა, წელს „მანჩესტერს“ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაც გაუჭირდება.

წილი
წინა სტატიაპერიშიჩი კოვაჩის ხელში კარგად თამაშობს
შემდეგი სტატიაბა ბახ!
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".