ალექსის სანჩესი ქერინგტონის საწვრთნელ ბაზაზე მარტო ვარჯიშობს, რადგან „მანჩესტერ იუნაიტედი” კალოფორნიაშია, ის კი აშშ-ში არ შეუშვეს, ვიზა არ მისცეს.
ამ ინფორმაციაში მთავარი საკითხი ის არის, თუ რატომ არ შეუშვეს სანჩესი ამერიკაში. ეს ამბავი მისი „ბარსელონაში” თამაშის პერიოდთან და ესპანეთის სამეფოსთვის გადასახადების დამალვასთან გახლავთ დაკავშირებული. ჩილელ ფორვარდს საციხოდ ჰქონდა საქმე — 16 თვიანი პატიმრობა ელოდა, მაგრამ მილიონ ევროზე მეტის გადახდას დათანხმდა და გადარჩა. საქმე კი ეხებოდა მისი იმიჯის სარეკლამოდ გამოყენების უფლების საზღვარგარეთული კომპანიისთვის მიყიდვას. ამ ხერხით ის რაღაცნაირად გადასახადებს არიდებდა თავს. როგორც ჩანს ამ ამბავში აშშ-ც იყო გარეული.
ინგლისური გაზეთები წერენ, რომ ინსტაგრამში გამოფენილი ვარჯიშის ფოტოებით სანჩესი არა მხოლოდ ხალისობს, არამედ „მანჩესტერ იუნაიტედის” მკაცრ მწვრთნელ ჟოზე მოურინიუსაც აწონებს თავს, დახე უშენოდ კი არ ვზარმაცობ, ცხრა პირ ოფლს ვიდენო.
მოურინიუ ამერიკაში ჯერჯერობით შეთხელებული შემადგენლობით არის წასული, მაგრამ მას იმდენად მოსწონს კალიფორნიის გამართული სავარჯიშო-საფეხბურთო ინფრასტრუქტურა, რომ შანსი ხელიდან არ გაუშვა.
ამერიკაში „მანჩესტერ იუნაიტედი” გამართავს ამხანაგურ შეხვედრებს „ამერიკასთან”, „სან ხოსე ერსქუეიქთან”, „მილანთან”, „ლივერპულთან” და „რეალთან”.