ყველა დიდი საქმე წვრილმანიდან იწყება, თუმცა ვიდრე სერიოზულ სახეს მიიღებს, სერიოზულივე დრო სჭირდება. ამას წინათ საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის შესახებ მცირე ინფორმაცია მოგაწოდეთ, მაგრამ თემა იმდენად საინტერესო იყო, გადავწყვიტეთ ჩავღრმავებოდით – როგორ შეძლო რამდენიმე ენთუზიასტმა სამ წელიწადში ეროვნულ, მერე კი საერთაშორისო დონეზე გასვლა.
სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია 2015 წლის სექტემბერში დაფუძნდა და მისი ეგიდით პირველი შეხვედრა იმავე წლის 20 დეკემბერს შედგა. მატჩი უნიკალური იყო: მოედანზე ერთდროულად გავიდნენ მამაკაცებიც და ქალებიც, ამპუტანტებიც და შშმ პირებიც, იძულებით გადაადგილებული პირებიც…
2016 წლის მაისში სერიოზული, 8-გუნდიანი ჩემპიონატი ჩატარდა. ამ დროიდანვე ჩაეყარა საფუძველი თანამშრომლობა სფფ-სთან, ფეხბურთის განვითარების ფონდთან, თბილისის მერიასთან და ცალკეულ მუნიციპალიტეტებთან. შეიქმნა „სამოყვარულო ლიგა“ 16-გუნდიანი ჩემპიონატი ჩატარდა. ეს მას-სპორტის საპილოტე პროექტი გახლდათ და რადგან წარმატებით დაგვირგვინდა, უეფას დაინტერესებაც გამოიწვია.
შედეგი ის გახლდათ, რომ მხოლოდ თბილისში ორი ლიგა ჩამოყალიბდა, რეგიონებში ფლეი-ოფის სისტემა შემოიღეს და ჯამურად 231-მა გუნდმა 5000-ზე მეტი მოყვარული გააერთიანა.
2017 წელს მასშტაბები კიდევ უფრო გაიზარდა და 300 გუნდი 7500-ზე მეტი ფეხბურთელით იყო წარმოდგენილი. შეჯიბრება სამ ეტაპად წარიმართა. რეგიონულ დონეზე გადასული 70 გუნდი 11 ლიგაში გადანაწილდა. სეზონის ყველაზე წარმატებული გუნდი „ნახალოვკა“ გახდა, რომელმაც თბილისის მერიის თასი და სუპერთასი მოიგო, თუმცა „მოყვარულთა თასი“ ფოთის „ჭაბონამას“ დაუთმო.
წლევანდელი სეზონის მთავარი ბატალიები ჯერ წინაა და რა უფლება გვაქვს რამდენიმეათასკაციანი ტურნირი ყურადღების მიღმა დავტოვოთ.
ამიტომაც გაგრძელება იქნება…

წილი
წინა სტატიაშემადგენლობას ფეხბურთელები დააყენებენ…
შემდეგი სტატიაოქროს ბიჭუნას დაბრუნება
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".