საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის 2019 წლის ჩემპიონატის მე-3 შესარჩევ ჯგუფში მესამე გამარჯვება მოიპოვა და ცხრილშიც მესამე ადგილზე გამაგრდა – გია ცეცაძის გაწვრთნილებმა გორში, „თენგიზ ბურჯანაძეზე“ ფარერელი თანატოლები ლუკა ზარანდიას ერთადერთი გოლით დაამარცხეს.
გია ცეცაძის თავკაცობით 21-წლამდელებმა პირველად მოიგეს. შარშან, ფარერებზე განცდილი სამარცხვინო 1:3 წაგება ყველას გვახსოვს, დღეს კი იგივე გუნდს ჩვენებმა მხოლოდ 1:0 მოუგეს. ეს ერთი კი მასპინძლებს მართლაც ლამაზი გამოუვიდათ – ქუსლური პასებით გათამაშებული კომბინაცია ზარანდიამაც ზუსტი დარტყმით დაამთავრა
მომდევნო შეხვედრას ახალგაზრდული ნაკრები 27 მარტს ისევ გორში გამართავს, ჩვენები ჯგუფის ლიდერ დანიას მიიღებენ.
საქართველო 1:0 ფარერები
1:0 ზარანდია (47)
საქართველო: კუპატაძე, ნადარაია, გიორგაძე, მარგველაშვილი, ქანთარია, შულაია, კიტეიშვილი, ცეცხლაძე, ზარანდია, არაბიძე (ბერიძე 74), ხარაიშვილი (მიქელთაძე 59)
მწვრთნელი: გია ცეცაძე
ფარერები: ჰანსენი, დანიელსენი, პეტერსენი, ვარდუმი, მაგნუსონი, ნიელსენი, ჰეინესენი (ა. ოლსენი 79), იაკობსენი, ბიატლანდი, მ. ოლსენი, ტომსენი
მწვრთნელი: ელი ჰენტცე
გაფრთხილება: მ. ოლსენი
მსაჯი: ზავენ ჰოვანისიანი (სომხეთი)