US Open როგორც ქალთა, ისე მამაკაცთა შორის რუსმა მოიგო, მაგრამ ორივემ სხვა ქვეყნის სახელით. თუ ელენა რიბაკინამ ეს ყაზახეთის სახელით გააკეთა, კაცთა შორის გერმანელმა ალექსანდრ ზვერევმა მოიგო, ვინაც ფინალში ამერიკელი ბენ შელტონი 6:3; 7:6; 5:7; 6:2 დაამარცხა.
ფინალი სამი საათსა და 36 წუთს გაგრძელდა. პირველ სეტში ზვერევმა მეტოქეს პირველი და მეცხრე გეიმი წაართვა და სეტი მარტივად წაიღო; მერე სეტში ჩოგბურთელები კარგად აწვდიდნენ და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა. იქ ზვერევი ბერად უკეთესი იყო – 7:2; მესამე სეტში ზვერევმა მატჩის ერთადერთი ჩაწოდება დათმო, რაც სეტის წაგებად დაუჯდა; თუმცა, გერმანელმა მეოთხე სეტში შეცდომები აღარ დაუშვა, მეტოქესაც ორი ჩაწოდება წაართვა და კარიერაში მეორე დიდი სლემი მოიგო.
შეგახსენებთ, წლეულს ზვერევმა როლან გაროსიც მოიგო…

ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები13/10/2026 | 23:44მიქაუტაძემ ნაპოლის გაუტანა [VIDEO]
სიახლეები11/10/2026 | 00:32შევიდა, დაარტყა, გაიტანა… [VIDEO]
სიახლეები10/10/2026 | 16:14მძიმეში უმედლოდ…
სიახლეები09/10/2026 | 23:16სულამანიძის წითელი არშია
