მექსიკის ფეხბურთის ფედერაციამ თავის რეგიონულ კონფედერაციას კონკაკაფს უღალატა და ჯანი ინფანტინოს დაუჭირა მხარი. კონკაკაფი ფეხბურთს ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში ხელმძღვანელობს. მას მერე, რაც ინფანტინომ ზეწოლის შედეგად უკან დაიხია და მსოფლიოს ჩემპიონატების წილების გაყიდვაზე უარი თქვა, კონკაკაფმა მისი პრეზიდენტობა ეჭვქვეშ დააყენა და საქმის დეტალური გამოკვლევა მოითხოვა. მექსიკა, როგორც ამ ორგანიზაციის წევრი თითქოს იმავე პოზიციაზე უნდა ყოფილიყო, მაგრამ მოულოდნელად გაავრცელა განცხადება, რომელმაც მთელს მსოფლიოს ყური მოჭრა:
„მექსიკის ფეხბურთის ასოციაცია მხარს უჭერს პრეზიდენტ ინფანტინოს მმართველობას და ინსტიტუციონალური გაძლიერების გზით ფეხბურთის განვითარების საქმეში გვერდით დაუდგება“.

მექსიკის პოზიცია დაემთხვა სამხრეთ ამერიკის კონფედერაციის კონმებოლის პოზიციას. ჩრდილოელი მეზობლებისგან განსხვავებით სამხრეთ ამერიკელები ამბობენ, რომ ისინი წინ აღუდგებიან ინფანტინოს თანამდებობიდან გაშვების ნებისმიერ მცდელობას. მათი აზრით ფიფას მოქმედი პრეზიდენტი ბევრს აკეთებს ფეხბურთის განვითარებისთვის და 211 წევრი ფედერაციის სასიკეთოდ მოქმედებს.
ერთადერთი, რაც კონმებოლს არ მოსწონს ინფანტინოს ერთპიროვნული გადაწყვეტილებებია – შეგვითანხმოს ხოლმეო.
მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის არგენტინის ფეხბურთის ფედერაციამ კი ინფანტინო არც მეტი არც ნაკლები შეაქო. მიზეზი: მან რამდენიმე დღის წინ რაბათში ჩატარებულ შეხვედრაზე ბოდიში მოიხადა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/09/2026 | 09:25ლუის ენრიკე: მოგებას ჩვენ ვიმსახურებდით
მთავარი ამბავი05/09/2026 | 07:37განსხვავებული შეხედულებები კვარას თამაშზე
აქეთურ-იქითური04/09/2026 | 08:41ინგლისში დახურული შეხვედრა გაიმართა
მთავარი ამბავი04/09/2026 | 07:50ლუის ენრიკე ტრანსფერებით კმაყოფილია
