დღეს პარიზელ გულშემატკივართა ერთ-ერთი მთავარი სალაპარაკო თემა „ლაიფციგის“ კოტ დ’ივუარელი ვარსკვლავის იან დიომანდეს შესაძლო ტრანსფერია. რას ფიქრობს ამაზე თავად დიომანდე? 19 წლის მარცხენა გარემარბმა ბოლო პრეს-კონფერენციაზე თქვა:
„ჩემი პსჟ-ში შესაძლო გადასვლის შესახებ თქვენგან ვიგებ. აქ ინტერნეტი არ მაქვს. არც ინსტაგრამი მაქვს, არც ტიკ-ტოკი. კლუბს ჩემი აგენტი უკავშირდება, ასე რომ მე ინფორმაცია არ მაქვს. გარდა ამისა, სანამ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვიყავი ტრანსფერზე ლაპარაკი არ მინდოდა, ჩემს აგენტთანაც კი. ფეხბურთელს მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის შესაძლებლობა ოთხ წელიწადში ერთხელ ეძლევა და მაქსიმუმი უნდა გამოწუროს“.
„პარი სენ ჟერმენმა“ ამ ზაფხულს უკვე გაყიდა გონსალო რამუში, რომლის სანაცვლოდაც 75 მილიონი ევრო მიიღო. როგორც ამბობენ მას მერე საფრანგეთის ჩემპიონს მიზნად დიომანდეს შეძენა აქვს დასახული.
საინტერესოა, რომ „ლაიფციგის“ სპორტული დირექტორი მარსელ შაფერი ამბობს, რომ დიომანდე მომავალ სეზონში ისევ გერმანულ კლუბში ითამაშებს.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი18/07/2026 | 07:15თეთრმა სახლმა მხარი არგენტინელებს დაუჭირა
მთავარი ამბავი17/07/2026 | 09:22ლინეკერი: ეს ტუხელი გერმანელების მოგზავნილი ხომ არ იყო?
აქეთურ-იქითური17/07/2026 | 08:07ვინ იხეირა და ვინ იზარალა მსოფლიოს ჩემპიონატით?
სიახლეები16/07/2026 | 09:25ინგლისელი ვეტერანები ტუხელის წინააღმდეგ
