maxifoot: ერთ წელიწადში ყველაფერი ყირაზე დააყენა

Khvicha Kvaratskhelia of Paris Saint-Germain goes around Giorgi Mamardashvili of Liverpool to score his team's second goal during the UEFA Champions...ფრანგულმა საიტმა maxifoot გამოაქვეყნა წერილი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ რომლის ავტორი იუსეფ ტუაიტია წერს, რომ წმინდა ფინანსური კუთხით, ხვიჩა კვარაცხელია რეკორდსმენი არ არის. ის ქართველს ადარებს ფილიპე კოუტინიუს (160 მილიონი ევრო), ენცო ფერნანდესს (121 მილიონი ევრო) და ვირჯილ ვან დაიკს (84.65 მილიონი ევრო), მაგრამ დასძენს, რომ მისი ფენომენის ფულამდე დაყვანა შეცდომაა. ავტორის აზრით დღეს უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ გარემარბმა „პარი სენ ჟერმენზე’’ მყისიერი გავლენა მოახდინა და მის თავდასხმაში ახალი იერარქია დაამყარა.

Khvicha Kvaratskhelia of Paris Saint-Germain is challenged by Ibrahima Konate of Liverpool during the UEFA Champions League 2025/26 Quarter-Final...შარშან შუა სეზონში ნაყიდი ფეხბურთელის სახით პსჟ-ს შეემატა იმ თვისებების მქონე მოთამაშე, რომელიც გუნდს ასე სჭირდებოდა: თავდამსხმელი, რომელიც წინ მიიწევს, შეტევას თავად ამთავრებს, ქმნის მომენტებს და თავსაც იცავს. 2025 წელს მისი ნახევარი სეზონი სენსაციური იყო: მან გაიბრწყინა ჩემპიონთა ლიგაში, გოლები გაუტანა „ბრესტს’’, „ასტონ ვილას’’, „მილანს’’ და ახალ გუნდში მისვლიდან ხუთ თვეში თასიც აღმართა. ზამთარში გუნდგამოცვლილი კაცისთვის ამ დონეზე ასეთი ეფექტის მოხდენა მართლაც უპრეცედენტოა.

Khvicha Kvaratskhelia of Paris Saint-Germain in action during the UEFA Champions League 2025/26 Quarter-Final First Leg match between Paris...მიმდინარე სეზონში კი კვარაცხელიას ეფექტი ასეთია: 39 მატჩში 13 გოლი და 8 საგოლე პასი. ქართველზე მეტი მხოლოდ ოსმან დემბელემ გაიტანა. მაგრამ დახეთ ერთ თავისებურებას: კვარაცხელიამ ლიგა 1-ში მხოლოდ 4 გოლი გაიტანა, ჩემპიონთა ლიგის 12 თამაშში კი – 8. გამოდის, რომ ევროპულ ასპარეზზე მას ყოველ 66 წუთში გოლი გააქვს, რაც ქართველს დიდი დაპირისპირებების გმირად აქცევს.

როდესაც ვითარება იძაბება პარიზელთა შვიდი ნომერი მთლიანად გარდაისახება ხოლმე. ჩემპიონთა ლიგაში მას ნოკაუტის ზედიზედ ოთხ მატჩში სულ მცირე ერთი გოლი აქვს გატანილი. სტატისტიკა იქით იყოს და გასაოცარია იმ სამუშაოს მოცულობა, რომელსაც გარემარბი მოედანზე ასრულებს – ის მუდმივად აპრესინგებს მოწინააღმდეგეს და დაცვაში ჩადის. ეს უშრეტი ენერგია ბრწყინვალე ტექნიკასთან ერთად კი სწორედ ის არის, რაც ლუის ენრიკეს ასე სჭირდებოდა.

„კვარადონას’’ კიდევ ერთი დამახასიათებელი თვისება მისი უნივერსალურობაა. და ეს დინამიკური ფეხბურთელი გუნდის ინტერესების გამო იტანს დარტყმებს თავმოყვარეობაზე. გაიხსენეთ პირველი შეხვედრა „ჩელსისთან’’. ის სათადარიგოთა სკამზე დასვეს, რის გამოც განაწყენებული იყო, მაგრამ მოედანზე რომ შევიდა გუნდისთვის წარმოუდგენლად საჭირო საქმე გააკეთა. ასე რომ maxifoot-ის ჟურნალისტის აზრით „პარი სენ ჟერმენმა’’ შეიძინა არა მარტო მსოფლიო კლასის დრიბლიორი, არამედ კაცი, რომელიც რთულ მომენტებში გუნდს წინ მიუძღვის.

წერილის ავტორი შეგვახსენებს, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი მიუხედავად იმისა, რომ პსჟ-ში სულ ერთი წლის გადასულია, ჩემპიონთა ლიგის ნოკაუტის ეტაპზე უკვე 8 გოლის ავტორიცაა და ამ მაჩვენებლით ის უკვე მხოლოდ კილიან მბაპეს ჩამორჩება, რომელსაც 14 გოლი აქვს გატანილი. მან გადაასწრო ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ედინსონ კავანი, ნეიმარი და ლეო მესი. ახლა ამას დაამატეთ, რომ კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის ნოკაუტის ეტაპზე კიდევ აქვს სათამაშო, სულ მცირე ერთი მატჩი „ლივერპულთან’’.

მართალია, შეჯიბრების ახალი ფორმატი ფეხბურთელებს მეტ შეხვედრაში მეტი გოლის გატანის შესაძლებლობას აძლევს, მაგრამ წერილის ავტორის აზრით ეს კვარაცხელიას შედეგს არ აკნინებს, რადგან მას აქვს მთავარი – დიდი ზეწოლის ქვეშ, დიდ შეხვედრებში უკეთ ასპარეზობს. ასე რომ, პსჟ-ს მიერ მასში გადახდილი 70 მილიონი ევრო ავანტიურა არანაირად არ იყო.