სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ კონფერენციის ლიდერი „დეტროიტ პისტონსი“ 119:108 დაამარცხა და ფლეი ოფის ზონაში ადგილი შეინარჩუნა.
მამუკელაშვილი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა და მოედანზე მხოლოდ 14.52 წუთი გაატარა. ჩვენიანმა ამ დროში 8 ქულის, 5 მოხსნისა და 2 ჩაჭრის მოგროვება მოასწრო. სანდრომ სამიდან ორი ორქულიანი, ოთხიდან ერთი სამქულიანი და ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო. პასივში ორი დაკარგვა ჰქონდა, მისი მოედანზე ყოფნის დროს კი გუნდმა მეტოქეზე რვა ქულით მეტი ჩააგდო.
„ტორონტოს“ 38 მოგების წილ და 29 მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილის მეექვსე საფეხურზეა. მეხუთე კი გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქია“ (38/28). მამუს გუნდი მომდევნო მატჩს 19 მარტს, სტუმრად, „ჩიკაგო ბულსთან“ ითამაშებს.
![VIDEO] მამუკელაშვილის სუსტი მატჩი - "ტორონტო რაპტორსი" "დეტროიტ პისტონსთან" დამარცდა](https://sportall.ge/media/uploads/2026/02-12/sandro-mamukelashvili-detroittan-1770877192.jpg)
