ისტორიის ნაწილები თითო 240 ევროდ. „პარი სენ ჟერმენმა’’ „ალიანც არენადან’’ 31 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ წამოღებული კარის ბადის ფრაგმენტები გაყიდა. ნაგლეჯები შეზღუდული რაოდენობით იყო. ნაწილი ფეხბურთელებმა და ალბათ გულშემატკივრებმა სახლებში წაიღეს.
პარასკევს კლუბის ოფიციალურ საიტზე უკვე ეწერა, რომ „საქონელი’’ გაყიდვაში აღარ არის. ზუსტი რაოდენობა არ თქმულა.
„ინტერთან’’ 5:0 გამარჯვებიდან ორ თვეში პსჟ-მ „დიდყურა თასიც’’ გამოიტანა დასათვალიერებლად. ახლა ის „პარკ დე პრენსის’’ ტურის შემადგენელი ნაწილია.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური19/07/2026 | 12:07შერკი-ნება მწვრთნელთან
აქეთურ-იქითური19/07/2026 | 10:23რა ეუცნაურა ოუენ ჰარგრივზს
მთავარი ამბავი19/07/2026 | 09:44მატჩი, რომელიც არავის უნდოდა
მთავარი ამბავი18/07/2026 | 10:23დე ლა ფუენტეს და როდრის არგენტინელთა აგრესიულ ქცევაზე ჰკითხეს
