ჯიკიჩის 16 ცნობილია

Home კატეგორიის გარეშე ჯიკიჩის 16 ცნობილია
ჯიკიჩის 16 ცნობილია

Возможно, это изображение 13 человек, люди играют в баскетбол, баскетбольная футболка, толпа и текст «22:26 GEORGIA GEORGIA GEORGIA 23 130000740 GEORGIA GEORGIR GEORGIA 4 GEORGIF GEORGIF GEORGIA 17 GEORGIA 22 GEORGIA»საქართველოს ნაკრების სერბმა მწვრთნელმა ალეკსანდარ ჯიკიჩმა, რომელიც საქართველოს ნაკრებს სათავეში ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ტურნირის წინ ჩაუდგა და ფინალურ ეტაპზე გაიყვანა, 16-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

ეს 16 კალათბურთელი 28 ივლისიდან ვარჯიშს ლატვიაში დაიწყებს. გუნდი ჯამში ექვს მოსამზადებელ მატჩს ჩაატარებს და აგვისტოს ბოლოს კვიპროსში, ევროპის ჩემპიონატზე სათამაშოდ უკვე 12 კალათბურთელით გაემგზავრება.

შემადგენლობაში ევროპაში მოთამაშე ლეგიონერებთან ერთად ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ლიგის კალათბურთელები არიან. გამოძახებულთა შორის არის სუპერლიგის შვიდი მოთამაშე და ერთიც ამერიკელი გამთამაშებელი კამარ ბოლდუინი.

საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობ ასეთია: რატი ანდრონიკაშვილი, სანდრო მამუკელაშვილი, კახა ჯინჭარაძე, ბექა ბურჯანაძე, გიორგი შერმადინი, დუდა სანაძე, გიორგი კორსანტია, სანდრო სანაძე, ალექსანდრე ფევაძე, თრნიკე შენგელია, გიორგი სულაბერიძე, ლუკა მაზიაშვილი, გოგა ბითაძე, კამარ ბოლდუინი, გიორგი ოჩხიკიძე, ილია ლონდარიძე.

საქართველოს ნაკრები შეკრებას ლატვიურ იურმალაში დაიწყებს, სადაც ერთკვირიანი ვარჯიშების შემდეგ 2 სპარინგმატჩს გამართავს– ისრაელთან და ესტონეთთან. შემდეგ კი ჩვენები ლიეტუვაში, პოლონეთში და ჩეხეთშიც ითამაშებენ. ამ მატჩებიდან რამდენიმე დახურული იქნება.

25 აგვისტოს ჩეხეთიდან საქართველოს ნაკრები კვიპროსზე გაემგზავრება, სადაც 28 აგვისტოს ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს ესპანეთთან გამართავს.

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...