„დინამოს“ კაპიტანი ნიკოლოზ უგრეხელიძე კარიერას თურქეთში გააგრძელებს – ფეხბურთელის „ქარაგუმრუქში“ ტრანსფერი თბილისურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
„ჩვენი გუნდის კაპიტანი ნიკოლოზ უგრეხელიძე კარიერას თურქულ „ქარაგუმრუქში“ გააგრძელებს. მხარეები ერთწლიან იჯარაზე შეთანხმდნენ. თურქულ გუნდს ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება ექნება. წარმატებას გისურვებთ, ნიკა“, – წერია კლუბის განცხადებაში.
21 წლის მცველი „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია. მთავარ გუნდში 2022 წელს გადაიყვანეს სადებიუტო შეხვედრა კი ეროვნულ ლიგაში 2023 წელს ჩაატარა. იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები13/08/2026 | 14:10მეოთხე ქართველი ლა ლიგაში
სიახლეები12/08/2026 | 21:49ბასილაშვილი ცინცინატს დაემშვიდობა
სიახლეები23/07/2026 | 15:06რევანშისთვის
მთავარი ამბავი17/07/2026 | 22:07ეგ ბეჭედი ვისია?..
