„ბილბაომ’’ ალექს ბერენგერის წარმოუდგენელი სილამაზის გოლით ლა ლიგის ოთხეულში ადგილი გაინაღდა, „ვალენსიამ’’ კი რომელიმე ევროთასზე გასვლაზე ოცნებას თავი დაანება. პრინციპში „ღამურებისთვის’’ ეს ამოცანა არც იყო ადექვატური, რადგან მთელი სეზონის განმავლობაში ლიგაში დარჩენისთვის იბრძოდნენ.
ვალენსიელთა ქართველ მეკარეს გიორგი მამარდაშვილს საქმე მეორე ტაიმში გამოუჩნდა. მან ჯერ გორკა გურუზეტას თავური მოიგერია, 72-ე წუთზე კი ბერენგერის საოცარი ტრაქტორიით დარტყმულს ვერაფერი მოუხერხა. ამის შემდეგ სტუმრებმა კიდევ რამდენჯერმე სცადეს გიორგის კარის დალაშქვრა, მაგრამ ვერ შეძლეს.
ეს იყო „ლივერპულში’’ მიმავალი მამარდაშვილის ბოლო მატჩი „მესტალიაზე’’, რომლის მერეც ქართველმა Movistar-ის რამდენიმე კიტხვას უპასუხა:
…ძალიან ემოციური დღე იყო, ჩემთვის განსაკუთრებით რთული…
…ჯაუმე დომენეკი (სათადარიგო მეკარე, ვეტერანი) დიდებული ბიჭია. ის გენიოსია, დიდებული პიროვნებაა, რომელიც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სულ მხარში მედგა…
…„ვალენსია’’ ჩემთვის განსაკუთრებული კლუბია, რადგან დღეს თუ რამეს წარმოვადგენ მისი დამსახურებაა…
…კოლეგებმა მომავალ კარიერაში წარმატება მისურვეს…
…ჩვენი ამოცანა ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნება იყო. დიდი სირთულეების მიუხედავად ჩვენ ამას მივაღწიეთ. შემდეგ ევროთასზე გასვლაც მოგვინდა, მაგრამ მოდი იმედი ვიქონიოთ, რომ ბიჭები ამას მომავალში მოახერხებენ…
…დღეს მართლა დიდებული გოლი გამიტანეს, ბურთი ვერც კი დავინახე.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური13/06/2026 | 08:39იყო თუ არა გასაგდები ბოსნიელების მეკარე?
აქეთურ-იქითური13/06/2026 | 07:22ხვალინდელი ბრძოლისთვის UFC-მ სარეკორდო 60 მილიონი დახარჯა
მთავარი ამბავი12/06/2026 | 07:46მას მერე, რაც კოლინამ წითლები შეამცირა
აქეთურ-იქითური11/06/2026 | 09:03დროშებს და ჰიმნებს მიღმა
