„პარი სენ ჟერმენი’’ „პარკ დე პრენსზე’’ 1974 წლიდან ბინადრობს, მაგრამ შესაძლოა კლუბს საფრანგეთის დედაქალაქის მე-16 ოლქის დატოვება და ექსკლუზიურად მისთვის აშენებულ ახალ სტადიონზე გადაბარგება მოუწიოს. ამ პერსპექტივამ კლუბის ფანები ორ ნაწილად გაჰყო.
„ქალაქის ხელმძღვანელობა სხვა შანსს არ გვიტოვებს’’, ― თქვა გასული წლის ნოემბერში პსჟ-ს პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ. „პარკ დე პრენსის’’ მეპატრონე პარიზის მერიაა.
ჟურნალისტი ფელიქს რუა წერს: „პარკ დე პრენსი’’ სიმბოლური მნიშვნელობის სტადიონია. ის მჭიდროდ არის გადახლართული პსჟ-ს ისტორიასთან. კლუბის სხვაგან წარმოდგენა შეუძლებელია. ასე მაგალითად, არავის მოუვა თავში აზრად, რომ გუნდმა „სტად დე ფრანსზე’’ ითამაშოს. არადა, ეს სარბიელიც ილ დე ფრანსის რეგიონში მდებარეობს. და მაინც, „პარი სენ ჟერმენის’’ ისტორია კონკრეტულად მე-16 ოლქთან არის დაკავშირებული.
და მაინც, პსჟ-მ შესაძლოა „პარკ დე პრენსზე’’ აღარ ითამაშოს. მოდი, უბრალო დაკვირვება ჩავატაროთ: მომავალ წელს სრულდება 15 წელი რაც პსჟ ყატარელებმა იყიდეს და მას მერე გულშემატკივართა ახალი თაობები გაიზარდა. „პარკ დე პრენსი’’ კი მხოლოდ 48 000 მაყურებელს იტევს და წლიური აბონემენტების მფლობელთა რაოდენობაც იზრდება. სადღეისოდ აბონემენტების რიგში კიდევ 20 000 ადამიანია ჩაწერილი. თან, ამ სტადიონზე მოხვედრა ევროპაში ყველაზე ძვირი ღირს, მაგრამ მის ნოყიერ ნიადაგს მაინც არ უნდა მოვშორდეთ.
რასაკვირველია ძალიან სანერვიულო და გულსატკენი იქნება, მაგრამ თუ მოლაპარაკებები შედგს ვერ მოიტანს, ფაქტის წინაშე დავდგებით. თუ სტადიონს გამოვცვლით და ახალ სარბიელზე მშობლებს ბავშვების ფეხბურთზე 40 ევროდ მოყვანა შეეძლებათ, მაშინ 25 წელიწადში გულშემატკივართა სრულიად ახალ კატეგორიას მივიღებთ’’.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური14/07/2026 | 09:57დე ლა ფუენტე უფალს ფეხბურთის მოგებას არ სთხოვს
აქეთურ-იქითური14/07/2026 | 08:52ფაბიან რუისი: ისინი ჩემი ახლო მებობრები არიან
აქეთურ-იქითური14/07/2026 | 07:49არგენტინამ ერთი საათით მეტი ითამაშა და სხვა სტატისტიკა
აქეთურ-იქითური13/07/2026 | 09:25ეგვიპტელები ვერ მშვიდდებიან
