დღე: აპრილი 30, 2025

Home 2025 აპრილი 30 (ოთხშაბათი)
იბერია ისევ თავშია
ჩანაწერი

იბერია ისევ თავშია

ეროვნული ლიგის მე-11 ტურში გოლების წლევანდელი ანტირეკორდი გამეორდა. გუნდებმა სულ 6 ბურთი გაუტანეს ერთმანეთს. ასევე იყო მეორე ტურშიც. ლიდერმა და მოქმედმა ჩემპიონმა, „იბერიამ“ ქუთაისში „ტორპედოს“ გიზო მამაგეიშვილის გოლით მინიმალური ანგარიშით – 1:0 მოუგო. ამისდაკვალად, იბერიელები კვლავაც დაუმარცხებლები არიან და 27 ქულით ისევ ერთპიროვნულად უდგანან სატურნირო ცხრილს სათავეში. უშუალო მდევარ „დილას“ 4 პუნქტით უსწრებენ. „დილამ“ „გაგრას,“ [...]

გამარჯვება ოვერტაიმში
ჩანაწერი

გამარჯვება ოვერტაიმში

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის II დივიზიონის B ჯგუფში მესამე ტურში დიდი ბრძოლა გადაიტანა, მაგრამ ბულგარეთთან, ოვერტაიმში, 8:7 მოიგო და A ჯგუფს კიდევ უფრო მიუახლოვდა. არადა, დასაწყისი სახარბიელო ვერ გამოდგა. ჩვენები პირველ პერიოდში 0:2 ჩამორჩნენ, მეორეს დასაწყისში კი, მესამეც გაუშვეს. თუმცა, შემდეგ ზედიზედ ხუთი შაიბა შეაგდეს და ბოლო პერიოდს 5:3 შეხვდნენ. თითქოს ყველაფერი დალაგდა, მაგრამ [...]

საგოლე პასი, არდანიშნული პენალტი და თავდადებული თამაში დაცვაში
ჩანაწერი

საგოლე პასი, არდანიშნული პენალტი და თავდადებული თამაში დაცვაში

„პარი სენ ჟერმენმა’’ ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში ლონდონში „არსენალი’’ დაამარცხა 1:0. მატჩის ერთადერთი გოლი მე-4 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას პასით ოსმან დემბელემ გაიტანა. კვარა შეხვედრის დასაწყისში შეტევაში მწვავედ თამაშობდა და სავარაუდოდ, გოლიდან ერთი ხნის შემდეგ მისი წაქცევისთვის პენალტიც უნდა დანიშნულიყო, მაგრამ მსაჯმა სხვანაირად გადაწყვიტა. თანადათან ინიციატივა მასპინძლების ხელში გადავიდა და ხვიჩასაც დაცვაში მოუწია ნაკლებად ვარსკვლავური, [...]

ლუის ენრიკე:  არსენალს გოლის გატანა ნებისმიერ დროს შეუძლია
ჩანაწერი

ლუის ენრიკე: არსენალს გოლის გატანა ნებისმიერ დროს შეუძლია

მცირე, მინიმალური, მაგრამ უპირატესობა, ― ასე აფასებს „პარიზიენი’’ პსჟ-ს 1:0 გამარჯვებას ლონდონში „არსენალთან’’ ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში. ამავე შეჯიბრების ლიგის ანუ ჯგუფურ ეტაპზე, ოქტომბერში, აქვე, „ემირეიტ სთედიუმზე’’ პარიზელებმა 0:2 წააგეს. პროგრესი თვალსაჩინოა. მატჩის შემდეგ „პარი სენ ჟერმენის’’ მწვრთნელი ლუის ენრიკე ჟურნალისტებს შეხვდა. ოსმან დემბელეს ჯანმრთელობის შესახებ რაიმე სიახლე ხომ არ არის? არაფერი ვიცი. მას [...]