NBA-ში მორიგი სათამაშო დღე იყო, მოედანზე ორივე ქართველი ვიხილეთ და მათგან ერთმა მოიგო.
გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ „საკრამენტო კინგსი“ 121:91 დაამარცხა, რაშიც, თავისი არც თუ უმინშვნელო წვლილი გოგამაც დაიდო.
ბითაძე სათადარიგო იყო და პარკეტზე 18 წუთი დაჰყო, რა დროშიც ორმაგი დუბლი შეასრულა –12 ქულა, 10 მოხსნა, 5 პასი, თითო ჩაჭრა და დაფარება. ქართველმა ცენტრმა ცხრიდან ხუთი ორქულიანი და ორიდან ორი საჯარიმო ჩააგდო, ხოლო ერთი სამქულიანი ააცილა.
მიმდინარე სეზონში ეს გოგას მე-15 ორმაგი დუბლია. „ორლანდო“ 36 მოგებითა და 39 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 1 აპრილს, საკუთარ მოედანზე „კლიპერსთან“ გამართავს.
წააგო სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიომ“. ტეხასელები შინ „ბოსტონ სელტიკსთან“ 111:121 დამარცხდნენ. თავიდან სანდროც სკამზე იყო და მოედანზე 16.34 წუთით გამოჩნდა. ჩვენებურმა სამიდან ერთი ორქულიანი, ორიდან ერთი სამქულიანი და ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო. სულ კი მისი მონაგარი 6 ქულა, 2 მოხსნა და ერთი დაფარება იყო.
„სან ანტონიო“ 31 მოგებითა და 42 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა. მომდევნო მატჩში კი 31 მარტს შინ, „გოლდენ სტეიტს“ უმასპინძლებს.