გიორგი მიქაუტაძე ჩინებულ სერიას განაგრძობს – საქართველოს ნაკრებიდან დაბრუნებულმა ფორვარდმა გოლი „ლიონშიც“ გაიტანა, თუმცა, მისი გუნდი „სტრასბურგთან“ გასვლით მატჩში 2:4 დამარცხდა.

მიქაუტაძეს 0:0-ზეც ჰქონდა შანსი, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. მატჩის ბოლოს კი პენალტი ზუსტად შეასრულა.

13 მარტის შემდეგ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ყველა ტურნირზე (საქართველოს ნაკრების ჩათვლით) 5 თამაშში 8 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.

უშუალოდ საფრანგეთის ჩემპიონატში კი მას ამ სეზონში 8 გოლი და 4 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.