ლატვიის დედაქალაქ რიგაში ევროპის 2025 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა და 24 ნაკრები ოთხ ჯგუფში განაწილდა.

2015 წლიდან ევროპირველობა ოთხ ქყვეყანაში ტარდება: თითო ჯგუფი თითო ქვეყანაში. მომდევნო ეტაპზე 16 გუნდი გადის, რომლიც უკვე ერთ ქალაქში იკრიბება და ტურნირიც ფლეი ოფის სისტემით გრძელდება.

ევრობასკეტ 2025-ის მონაწილე გუნდები ლატვიაში, პოლონეთში, ფინეთსა და კვიპროსზე გადანაწილდნენ.

ჩვენები კვიპროსზე ითამაშებენ.

წილისყრის შედეგად საქართველოს საქმის გარკვევა მასპინძლების გარდა ესპანელებთან, იტალიელებთან, ბერძნებთან და ბოსნიელებთან მოუწევს.

წილისყრის სრული შედეგები ასეთია:

A ჯგუფი (რიგა): პორტუგალია, ესტონეთი, ლატვია, თურქეთი, სერბეთი, ჩეხეთი;

B ჯგუფი (ტამპერე): გერმანია, ფინეთი, დიდი ბრიტანეთი, ლიეტუვა, შვედეთი, ჩერნოგორია;

C ჯგუფი (ლიმასოლი): კვიპროსი, იტალია, საქართველო, ესპანეთი, საბერძნეთი, ბოსნია;

D ჯგუფი (კატოვიცე): ისლანდია, საფრანგეთი, სლოვენია, პოლონეთი, ბელგია, ისრაელი;

თითოეული ჯგუფიდან 4-4 საუკეთესო ფლეი ოფში გავა, რის შემდეგ 16 ნაკრები რიგაში მერვედფინალიდან გააგრძელებს ბრძოლას.

ევროპის ჩემპიონატი 27 აგვისტოს დაიწყება და 14 სექტემბერს დასრულდება.