ივნისის სანაკრებო პაუზის დროს საქართელოს ნაკრების ერთი მეტოქე ცნობილია – 5 ივნისს „ჯვაროსნები“ ფარერების კუნძულებს უმასპინძლებენ – ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებულია.

ეს ფარერების ნაკრებთან საქართელოს მესამე დაპირისპირება იქნება – წინა ორი ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე იყო – მაშინ ქართველმა ფეხბურთელებმა ფარერები გასვლით მატჩში 6:0 დაამარცხეს, შინ კი 3:1 მოიგეს.

სავარაუდოდ, ივნისის სანაკრებო პაუზის დროს საქართველოს ნაკრები მხოლოდ ამ მატჩით არ დაკმაყოფილდება და კიდევ ერთ სპარინგს გამართავს – ვისთან, ჯერ უცნობია.

შეგახსენებთ, რომ 4 სექტემბერს ვილი სანიოლის გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირს თბილისში თურქეთთან მატჩით იწყებს.