საქართველოს ნაკრები საუცხოო ფორმაშია, რაც მან ერთა ლიგაში, სომხეთთან საშინაო შეხვედრაში კიდევ ერთხელ დაამტკიცა. ვილი სანიოლის ბიჭებმა მეტოქე 6:1 გაანადგურეს. ჟორჟ მიქაუტაძემ ორი გოლი გაიტანა. „ლიონის“ თავდამსხმელი კვლავ შთამბეჭდავ ფორმაშია, ბოლო 4 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა. რონის რეგიონში ბევრი გულშემატკივრისა და მიმომხილველის აზრით „მეცის’’ ყოფილი ფეხბურთელი ლიონელებმა ამიერიდან ალექსანდრ ლაკაზეტის ნაცვლად სასტარტო შემადგენლობაში უნდა ათამაშონ.
ბოლო საათების განმავლობაში X პლატფორმაზე „ლიონის’’ ქომაგებმა ჟორჟ მიქაუტაძეს ბევრი პოსტი მიუძღვნეს. გთავაზობთ მათ ნაწილს:
… „ლიონი“ ერთადერთი კლუბია სადაც შეიძლება შერკი და მიქაუტაძე კი არა, ტოლისო და ლაკაზეტი ათამაშონ…
… კი მაგრამ ის ხომ ევროპის ხუთ საუკეთესო 9 ნომერს შორისაა. ბოდიში ლაკაზეტ, მაგრამ ვერ ვხვდები რატომ არ არის მიქაუტაძე სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელი…
… მიქაუტაძემ კიდევ ერთი დუბლი შეასრულა. ლაკაზეტ, შე ბებერო, მემკვიდრე გარანტირებულად გყავს…
… აშკარაა, რომ ლაკაზეტი კარგი ადამიანია, მაგრამ მოედანზე ისე კარგად ვერ თამაშობს. ფეხბურთში სამართალი რომ არსებობდეს, ძირითად შემადგენლობაში მიქაუტაძე უნდა იყოს. შეხედეთ, როგორ თამაშობს ის ბოლო პერიოდში…
28 მარტს „ლიონი“ სტუმრად თამაშობს „სტრასბურთან“ საინტერესოა, ათამაშებს პაულუ ფონსეკა მიქაუტაძეს ლაკაზეთის ნაცვლად სასტარტო შემადგენლობაში?
foot01