Warren ZAIRE EMERY of France, Desire DOUE of France and Randal KOLO MUANI of France during the training session of team of France at INF...„პარი სენ ჟერმენის’’ 19 წლის შემტევი დეზირე დუე საფრანგეთის ნაკრებში პირველად გამოიძახეს, რის გამოც ის საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა. ქვეყნად არ მოიძებნება მისი ასაკის ბევრი ფეხბურთელი, რომელსაც ლიგა 1-ის გარდა ჩემპიონთა ლიგაშიც აქვს ნათამაშევი. პროფესიული მხარის გარდა, საფრანგეთის ნაკრებში გამოძახებულმა ყმაწვილმა ყურადღება ჟურნალისტებთან ლაღი ურთიერთობით მიიპყრო.

ფრანგებს ასეთი ტრადიცია აქვთ: ეროვნული გუნდის დებიუტანტს პრეს-კონფერენციაზე მიიყვანენ ხოლმე. როგორც გაირკვა დეზირე დუესთვის მედიასთან ლაპარაკი პრობლემას საერთოდ არ წარმოადგენდა. ანჟერში დაბადებულმა ფეხბურთელმა კითხვა-პასუხში მონაწილეობის ნიჭი გამოაჟღავნა და რამდენიმე რთულ კითხვასაც იოლად გაართვა თავი. ფრანგულ პრესაში დაწერეს, რომ მან ორატორული თვისებები კილიან მბაპესგან ისესხა.

ჟურნალისტმა რომენ ბედუკმა Ici Paris Ile-de-France-ის ეთერში დუეს სიმშვიდესა და სიმწიფეს გაუსვა ხაზი.

„შეგახსენებთ, რომ დეზირე დუე მხოლოდ 19 წლისაა, მაგრამ როდესაც მას მედიის წინაშე ვხედავთ, გვრჩება შთაბეჭდილება, რომ სხვებზე ერთი ნაბიჯით წინ არის; ისევე, როგორც მოედანზე. ამით ის მბაპეს მოგვაგონებს. მბაპე კითხვებს ყოველთვის ბუნებრივად პასუხობს და იუმორსაც ურევს. როგორც ჩანს დუე იმავე სკოლაში სწავლობდა. ეს ძალიან კარგად გამოჩნდა ნაკრების პრეს-კონფერენციაზე, თუმცა იმავეს შემჩნევა ადრეც შეიძლებოდა, პსჟ-ს თამაშების დროს მიქს-ზონებში, სადაც ის ყოველთვის სიამოვნებით მიდის ხოლმე’’, – თქვა მან.