ეროვნული ლიგის მე-4 ტურში ზედიზედ მესამედ დამარცხდა ტიტულის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი „ტორპედო,“ ამჯერადაც შინ, „შენგელია არენაზე,“ „დილასთან“ – 1:2.

მატჩის გმირი ექს-ტორპედოელი ირაკლი ბუღრიძე გახდა, რომელმაც თავადაც გაიტანა და სენეგალელ იბრაჰიმა დრამესაც გაატანინა.

თელავი – დინამო 1:1. საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი ჯაბა კანკავა ეროვნულ ლიგაში დაუბრუნდა

ცოტა მოულოდნელია ტორპედოელთა ასეთი სუსტი სტარტი. თითქოს გაზაფხულზე კარგი ფეხბურთელებიც დაიმატეს, ნაყოფიერი შეკრებაც გაიარეს ესპანეთში და გუნდი გერმანელმა მწვრთნელმა დირკ შუსტერმა ჩაიბარა, მაგრამ… სხვათა შორის, შუსტერს თავის დროზე თავის დროზე „აუგსბურგსა“ და „კაიზერსლაუტერნში“ უმუშავია.

ახლა ტორპედოელებს 4 მატჩის შემდეგ 1 მოგება, 3 წაგება აქვთ და 3 ქულით მე-7 ადგილზე დგანან. მაინც გვგონია, რომ შემადგენლობიდან გამომდინარე, „ტორპედო“ კვალაც ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იქნება, ჩანს, დრო სჭირდებათ. ჯერ ერთი, შუსტერი ზედ სეზონის წინ მივიდა და გუნდს კარგად არ იცნობს. მეორეც, სასელექციო მუშაობა კვლავ გრძელდება, კლუბი ლამის ყოველდღე წარმოგვიდგენს ახაწვეულებს და ესეც გასათვალისწინებელია. მოგეხსენებათ, ორ კვირაში გუნდი არ კეთდება.

პირველი ქულები დაკარგა ლიდერმა „იბერიამ.“ მოქმედი ჩემპიონი „ბათუმთან“ აგებდა კიდეც, მაგრამ იური ტაბატაძის გოლით ქულა გადაარჩინა და 10 ქულით მაინც ერთპიროვნულად ლიდერობს.

ჩემპიონმა იბერიამ პირველი ქულები ბათუმთან დაკარგა

თელავში მარცხს გადაურჩა „დინამოც.“ „სამგურალმა“ „გაგრას“ სტუმრად  სძლია (2:0), 6 ქულა მოაგროვა და მესამე ადგილზე დადგა.

დებიუტანტი „გარეჯისთვის“ კი 16 მარტი ისტორიული დღე გამოდგა. ქობულეთის საფეხბურთო ცენტრში მათ კაცნაკლული „კოლხეთი“ 1:0 დაამარცხეს და ეს გარეჯელთათვის რანგით უმაღლეს დივიზიონში მოპოვებული პირველი 3 ქულა გახლდათ. თანაც ვისთან, ფოთის „კოლხეთთან“, რომელიც კახელებისთვის უკვე წლებია უხერხულ მეტოქედ გადაიქცა.

თუნდაც 2023 წლის ლიგა 2-ის სეზონი გავიხსენოთ, როცა „გარეჯი“ მთელი წლის განმავლობაში ლიდერობდა, მაგრამ ბოლოს ლიგა 1-ში მაინც „კოლხეთი“ აღზევდა. ფოთელებმა გადამწყვეტი თამაში მოიგეს საგარეჯოში და პირველ ადგილზე გავიდნენ, ხოლო პლეი-ოფში გარეჯელები „სამტრედიასთან“ დამარცხდნენ. იმ წელს „კოლხეთმა“ „გარეჯს“ ოთხიდან ორი თამაში მოუგო და ორიც ფრედ ეთამაშა, მომდევნო წელს კი ქვეყნის თასის მეოთხედფინალიდან გამოთიშა. მოკლედ…

იბერია 1:1 ბათუმი

0:1 კალანდარიშვილი (39) 1:1 ტაბატაძე (51)

თელავი 1:1 დინამო

1:0 ცნობილაძე (6) 1:1 ვაწაძე (24)

გაძევება: მორჩილაძე (13) – დინამო

ტორპედო 1:2 დილა

0:1 ბუღიძე (15), 1:1 ღუდუშაური (17), 1:2 დრამე (86)

კოლხეთი 0:1 გარეჯი

0:1 პაპავა (68)

გაძევება: ხარშილაძე (22) – კოლხეთი

გაგრა 0:2 სამგურალი

0:1 ვინისიუსი (25), 0:2 მუჯირი (65)