დღეს საფრანგეთში „ლე კლასიკია”: „პარი სენ ჟერმენი’’ „მარსელს’’ მასპინძლობს. ეს ლიგა 1-ის 26-ე ტურის შეხვედრაა. გამარჯვების შემთხვევაში პარიზელები მარსელელებს 19 ქულით ჩამოიტოვებენ. ცხრილში კი მათი მდევარი სწორედ რობერტო დე ძერბის გუნდია.
მატჩის წინ თავიანთ მოსაზრებას გამოთქვამენ მწვრთნელები, ჟურნალისტები თუ ვეტერანი ფეხბურთელები. „მარსელის’’ ყოფილმა ფეხბურთელმა პატრის ევრამ ასე თქვა:
„სტუმრებისთვის რთული თამაში იქნება. პარიზელები წარმოუდგენელ რაღაცებს აკეთებენ. ჩვენ ახლა სპორტს მიღმა ფაქტორებზე აღარ ვლაპარაკობთ. ეს უკვე ნამდვილი გუნდია. ლუის ენრიკეს ნამდვილად ვეთაყვანები, ის თავის იდეებს მისდევს. დაუჯერებელია ის, რასაც ოსმან დემბელე აკეთებს. პსჟ ამ შეხვედრას არ დათმობს, მაგრამ… არასდოროს იცი რა მოხდება. ფეხბურთში ყველაფერს უნდა ელოდე. როგორც „მარსელის’’ ყოფილი ფეხბურთელი სტუმრების მოგებას შევნატრი, მაგრამ ეს ძალიან ძნელი იქნება’’.