საქართველოს ეროვნული გუნდი ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას 17 მარტიდან დაიწყებს.
B ლიგაში ადგილის შესანარჩუნებელ ორმატჩიან პლეი ოფში ჩვენი გუნდი სომხეთს 20 მარტს, ერევანში, 23-ში კი თბილისში შეხვდება. წყვილში გამარჯვებული ერთა ლიგის 2026-2027 წლების სეზონს B ლიგაში ითამაშებს.
საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა წლის პირველი მატჩებისთვის 25 ფეხბურთელი გამოიძახა. სანაკრებო სიაში ერთი დებიუტანტია – ოდესის „ჩერნომორეცისა“ და ახალგაზრდული ნაკრების 20 წლის ფეხბურთელი ლუკა ლაცაბიძე.
ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მიღებული ყვითელი ბარათების გამო ერევანში ვერ ითამაშებენ გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელია.
სომხეთთან მატჩი 20 მარტს ერევანში 21:00 საათზე, 23 მარტს კი 18:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარები გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (ომონია არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი)
მცველები გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (სალერნიტანა, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა), ლუკა ლაცაბიძე (ჩერნომორეცი, უკრაინა)
ნახევარმცველები და თავდამსხმელები ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), ნიკა კვეკვესკირი (ნირეჰაზა, უნგრეთი) ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ლევან შენგელია (ოფი კრეტა, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (გრანადა, ესპანეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), გიორგი ზარია (ქაირათი, ყაზახეთი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (ლიონის ოლიმპიკი, საფრანგეთი)