შეიძლება იყოს 2 ადამიანი, (ამერიკული) ფეხბურთის მოთამაშე ადამიანები, ფეხბურთის თამაშში ჩართულები and ტექსტი გამოსახულება
ჯაბა კანკავა (მარჯვნივ) ეროვნულ ლიგას 20 წლის შემდეგ დაუბრუნდა

ეროვნული ლიგის მესამე ტური თავიდანვე მოულოდნელობით დაიწყო: „თელავმა“ ქუთაისში „ტორპედოს“ 2:1 მოუგო. მოგეხსენებათ, ქუთაისელებს ტიტულის ერთერთ მთავარ კანდიდატად მოიაზრებენ, მაგრამ დირკ შუსტერის გუნდი მიჯრით მეორედ დამარცხდა.

მოულოდნელიო, ვთქვით, თუმცა თუ თელაველთა ენერგიულ თამაშს ვნახავთ, არც ანგარიში მოგვეჩვენება გაზვიადებულად. მოკლედ, ვალერი გაგუას გაწვრთნილმა კახურმა კლუბმა ზედიზედ მეორე თამაში მოიგო და  მეორე ადგილზე დადგა. გოლები თელაველთა ახალწვეულებმა, ვატო არველაძემ და ჯადული იობაშვილმა გაიტანეს. ამასთან, ჯადულიმ საკუთარ კარში შეგდებაც მოასწრო. ეს მიმდინარე სეზონის მეორე ავტოგოლი გახლდათ. პირველი, წინა ტურში ტორპედოელთა  ბრაზილიელმა, ერიკ პიმენტელმა გაიტანა „იბერიასთან“ მატჩში.

შეიძლება იყოს 6 ადამიანი, (ამერიკული) ფეხბურთის მოთამაშე ადამიანები, ფეხბურთის თამაშში ჩართულები and ტექსტი გამოსახულება
სამგურალის კაპიტანმა დემურ ჩიხლაძემ ბურთი ექვსი საგარეჯოელის გარემოცვაშიც შეინარჩუნა

„იბერია“ ვახხსენეთ და მოქმედმა ჩემპიონმა მართლაც ჩემპიონურად დაიწყო სეზონი. სამიდან სამივე შეხვედრა მოიგო და 9 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს გათამაშების ცხრილს. თბილისელებმა სტუმრად ტიტულისთვის ბრძოლის ერთ-ერთი კანდიდატი „დილა“დაამარცხეს (1:0). ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის მიწურულს ირაკლი სიხარულიძემ შეაგდო. ეს ირაკლის 125-ე გოლი გახლდათ ეროვნული ჩემპიონატების ისტორიაში.

„დინამო“ ქობულეთის საფეხბურთო ცენტრში უგოლოდ დაშორდა „კოლხეთს.“ თუმცა ამ შეხვედრაში გამოსარჩევი ამბავი ის იყო, რომ დინამოელთა რიგებში გამოჩდნენ საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელები, 38 წლის ჯაბა კანკავა და 30 წლის ვაკო გვილია. გვილიასთვის ეს საერთოდ სადებიუტო მატჩი გახლდათ საქართველოს ჩემპიონატში.

ისტორიული გოლი გავიდა წყალტუბოში: „გარეჯის“ კამერუნელმა ფორვარდმა, ფრანსუა ეკონგოლომ მე-2 წუთზე (71-ე წამზე) გახსნა ანგარიში, რაც ჯერჯერობით სეზონის ყველაზე სწრაფი გოლია. ისტორიული კი იმიტომ, რომ ეს გახლდათ „გარეჯის“ მიერ გატანილი პირველი გოლი ეროვნულ ლიგაში.

ტორპედო 1:2 თელავი

0:1 ვატო არველაძე (12), 1:1 იობაშვილი (55 საკ. კარში), 1:2 იობაშვილი (73)

კოლხეთი 0:0 დინამო

დილა 0:1 იბერია

0:1 სიხარულიძე (45+3)

ბათუმი 2:1 გაგრა

1:0 წულუკიძე (9), 1:1 გეგეჭკორი (16 პენ), 2:1 მარა (20)

სამგურალი 3:1 გარეჯი

0:1 ეკონგოლო (2), 1:1 ჩიხლაძე (19), 2:1 შერგელაშვილი (36), 3:1 ფანცულაია (39)