დღე: მარტი 10, 2025

Home 2025 მარტი 10 (ორშაბათი)
სპალეტის ოთახი ნაპოლის ბაზაზე
ჩანაწერი

სპალეტის ოთახი ნაპოლის ბაზაზე

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ტელეკომპანია Nove-ს თოქ-შოუ Che tempo che fa-ში მიიღო მონაწილეობა, სადაც „ნაპოლის’’ პერიოდიც გაიხსენა. „ნეაპოლში მეორე წელიწადს კასტელ ვოლტურნოს საწვრთნელ ბაზაზე ვცხოვრობდი. სოფა მივიტანე და ჩემთვის პატარა ოთახი მოვაწყე. ქალაქის ცენტრი ბაზიდან კარგა შორს არის. მგზავრობაში დროის ხარჯვა არ მინდოდა. როდესაც რაღაც გიყვარს, დიდი დრო უნდა დაუთმო. სწორედ ეს გავაკეთე ნეაპოლში…...

საუკეთესო ბუდუ!
ჩანაწერი

საუკეთესო ბუდუ!

მოედანზე მეორე ტაიმში შესული ბუდუ ზივზივაძის მიერ 65-ე წუთზე გატანილმა არაჩვეულებრივმა გოლმა მე-13 ადგილზე მყოფ „ჰოფენჰაიმს’’ ზედიზედ მეორე გამარჯვების საშუალება არ მისცა. „ჰაიდენჰაიმი’’ კი კვლავ ბოლო ადგილზეა, თუმცა ქართველი გულშემატკივრისთვის მნიშვნელოვანი ის არის, რომ ნავსი გაწყდა და ბუდუმ ბუნდესლიგაში გოლი მიიწერა. „როგორც იქნა! ჩინებული გოლი გამოვიდა. მიხარია „ჰაიდენჰაიმის’’ სახელით პირველი გოლი რომ შევაგდე. ეს აგრეთვე...