ის, რასაც ამდენი ხანი ველოდით, ვნახეთ – ბუდუ ზივზივაძემ ჰაიდენჰაიმში, შესაბამისად კი ბუნდესლიგაში, სადებიუტო გოლი გაიტანა.
მისი გუნდი ჰოფენჰაიმს ესტუმრა და ქულას დასჯერდა. ჩვენიანი თავდამსხმელი სთადარიგო იყო, თუმც თამაშში შესვენების შემდეგ ჩაერთო და 20 წუთში იხეირა კიდეც. ულამაზესი გოლი იყო. ცაციამ მარჯვენათი შორეულ ცხრიანში ჩაახვია…
სადღეისოდ ბუდუს ჰაიდენჰაიმი ბუნდესლიგის ცხრილში ბოლო ადგილზეა.