ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსში მიმდინარე 1 000-იანი მასტერსის ძირითადი ბადის პირველივე წრეში ამერიკელ მარკოს გირონს გაეჯიბრა და ორ სეტში დამარცხდა – 5:7; 6:7 (3:7).
მატჩმა საათსა და 50 წუთს გასტანა და ორივე სეტში დაძაბული ბრძოლა იყო. პირველ სეტში ჩოგბურთელები საკუთარ ჩწოდებებს იგებდნენ, მაგრამ ბასილაშვილმა ბოლო, მე-12 გეიმიც დათმო და სეტიც.
მეორე სეტის დასაწყისში ბასილაშვილი უკეთ გამოიყურებოდა 3:1 დაწინაურდა, მაგრამ ამერიკელმა მერვე გეიმში გაათანაბრა. შემდეგ საქმე ტაი ბრეკამდე მივიდა, სადაც მასპინძელი უკეთესი იყო.