„ნაპოლის’’ ფეხბურთელებს ანტონიო კონტემ ორდღიანი დასვენება მისცა, რის შემდეგაც ისინი კასტელ ვოლტურნოს საწვრთნელ ბაზას დაუბრუნდნენ.
„აძურას’’ შემდეგი შეხვედრა კვირას „ფიორენტინასთან’’ ელის. ამ მატჩთან დაკავშირებულ ინფორმაციაში Sky სპორტმა დაწერა: „ფლორენციელების წინააღმდეგ კონტეს არ ეყოლებიან საუკეთესო ფეხბურთელები, როგორებიც არიან დავიდ ნერეში, ანდრე ფრანკ ზამბო ანგისა და პასკუალე მაცოკი’’.
როდის დაუბრუნდებიან მოედანს ჩამოთვლილი ფეხბურთელები? – კითხულობს საიტი areanapoli და იმავე Sky სპორტზე დაყრდნობით წერს: ნერეში და მაცოკი სავარაუდოდ 16 მარტს ვენეციაში ითამაშებენ. რაც შეეხება ანგისას, თუ მისი გამოჯანმრთელება ამ შეხვედრისთვის ვერ მოხერხდა, მაშინ ის 30 მარტს „მილანის’’ წინააღმდეგ ითამაშებს’’.