„პარი სენ ჟერმენი’’ და იტალიელი მსაჯი დავიდე მასა ხვალ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „პარკ დე პრენსზე’’ კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს. კვლავ იმიტომ, რომ მასა და პარიზული გუნდი სულ რაღაც ერთი თვის წინ, 29 იანვარს შტუტგარტშიც გადაიკვეთნენ. იმ დღეს პსჟ-მ 4:1 მოიგო. ხვიჩა კვარაცხელიას ახალი კლუბის მაისურით ჩემპიონთა ლიგაში თამაშის უფლება არ ჰქონდა. მასამ ჟოაო ნევეშს და ორ გერმანელ ფეხბურთელს ყვითელი ბარათები ამოუღო.
43 წლის იტალიელი „პარკ დე პრენსზე’’ პირველად არ ჩადის. 2024 წლის 7 მაისს ის მეოთხე მსაჯის რანგში ემსახურებოდა პარიზელთა საპასუხო ნახევარფინალურ შეხვედრას „დორტმუნდთან’’, რომელიც ლუის ენრიკეს გუნდმა ისევე წააგო, როგორც პირველი მატჩი გერმანიაში – 0:1.
შტუტგარტის შემდეგ, ბოლო ერთი თვის განმავლობაში მასა გაუძღვა სერია A-ს სამ შეხვედრას. რაც შეეხება ევროთასებს, მან განსაჯა „დორტმუნდისა’’ და „სპორტინგის’’ ფლეი-ოფური მატჩი (0:0), რომელშიც გერმანელემბა პირველ შეხვედრაში მოგებული 3:0 დაიცვეს.
მასასა და ფრანგული კლუბების ურთიერთობა მიმდინარე სეზონში ასეთია: ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მან იმსაჯა „არსენალისა’’ და „მონაკოს’’ შეხვედრა (3:0).
ხვალ დავიდე მასას ასისტენტობას გაუწევენ ჩირო კარბონე და სტეფანო ალასიო. მეოთხე მსაჯად მაურიციო მარიანი იქნება, ხოლო VAR-ს ალესანდრო დი პაოლო და დანიელე ჩიფი მიხედავენ.